კულტურა

უცნაური ექსპერიმენტი: რა მოხდება, თუ ყველა ადამიანი დედამიწაზე ერთდროულად ახტება და დახტება?

გგონიათ ბევრნი ვართ? თუ მთელი მსოფლიოს მოსახლეობას, 7,3 მილიარდ ადამიანს, ერთ სივრცეში მოვაქცევთ, ჩვენ ნიუ-იორკის ფართობის მქონე ნებისმიერ ტერიტორიაზე დავეტევით.

Business Insider-ის გუნდმა უცნაური კვლევა ჩაატარა: რა მოხდება, თუ ყველა ადამიანი ერთდროულად ახტება და დახტება დედამიწაზე? – სცენარის მოფიქრებაში სააგენტოს ოჰაიოს უნვიერსიტეტის ასტროფიზიკოსი პოლ სატერი და სანდიას ეროვნული ლაბორატორიის ფიზიკოსი მარკ ბოსლოუ დაეხმარნენ.

ექსპერიმენტი ყველაზე კარგად იმუშავებს, თუ ადამაიანები ერთად იქნებიან თავმოყრილი და თუ მათ ისე გავუწევთ ორგანიზებას, რომ ყველა ადამიანი მიწიდან სინქრონულად ახტება და დახტება.

ამ დროს გამოიყოფა უდიდესი ენერგია, რომელიც გავრცელდება მიწასა და ჰაერში და მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს მოიტანს: წარმოიქმება ხმა, რომლის ძალაც 200 დეციბელს გადააჭარბებს (ყველაზე ძლიერი ხმა დედამიწაზე), ამ ხმამ შეიძლება ყურის ბარაბნები დააზიანოს.

გარდა ამისა, მოხდება მიწისძვრა და თუ ექსპერიმენტს სანაპიროსთან ჩავატარებთ, ამას ცუნამიც მოჰყვება. მიწისძვრის ბიძგები 5-8 ბალს შორის იმერყევებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება კოსმოსური წესრიგის თვალსაზრისით და ჩვენ ვერ შევძვლებთ ორბიტიდან პლანეტის  გადაადგილებას, თუნდაც მცირედით.

წყარო: agora.ge

 

კომენტარები

კომენტარი