საშემსრულებლო ხელოვნება

კენდრიკ ლამარი პულიცერის პრემიის მფლობელი გახდა

რეპერი კენდრიკ ლამარი პულიცერის პრეემიის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ დღემდე პულიცერის პრემია მუსიკისთვის მხოლოდ ორ ჟანრში, კლასიკასა და ჯაზში მონაცვლეობდა.

30 წლის კალიფორნიელმა რეპერმა პრემია 2017 წლის აპრილში გამოსული ალბომისთვის, სახელად DAMN, მიიღო. ორგანიზატორების თქმით, მასში გულისამაჩუყებლადაა გადმოცემული თანამედროვე აფრიკულ-ამერიკული ცხოვრება.

ლამარმა იანვარში ზემოთხსენებული ალბომისთვის 5 გრემი მოიპოვა.

გარდა ამისა, კენდრიკ ლამარის ალბომი DAMN  2017 წელს კრიტიკოსების რჩეული ალბომიც გახდა.

DAMN გამოსვლიდან ერთი თვის თავზე უკვე 1 მილიონი ასლი იყო გაყიდული ამერიკაში, ხოლო თუ ჩავთვლით სთრიმინგსაც, ეს რიცხვი 3.1 მილიონს აჭარბებს.

“ჩვენ ვამაყობთ ამ არჩევანით. ეს ნიშნავს, რომ ჟიურიმ და მთლიანად სისტემამ ისე იმუშავა, როგორც საჭირო იყო – საუკეთესომ მიიღო პულიცერის პრემია.

ეს ძალიან მნიშნველოვანი მომენტია, როგორც ჰიპ-ჰოპ მუსიკის, ასევე პულიცერისთვისაც.” – განაცხადა დანა კენედიმ, პულიცერის პრემიის ადმინისტრატორმა.

კომენტარები

კომენტარი