ვიზუალური ხელოვნება კულტურა

საარჩევნო პლაკატების დემონტაჟი და ფოტო-კედელი გორის ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში

15 აპრილს გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა გორში არსებულ ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ფოტო-კედელი მოაწყო.

“მეტი ხელოვნება ქალაქს – მეტი ხელოვნება ქუჩაში” ეს არის გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ერთგვარი სლოგანი, რომელიც მის მიზნებს კარგად გამოხატავს.

ამ არტ-აქცით კლუბი ცდილობს დაანახოს სხვა ადამინებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქზე ზრუნვა საზოგადოებისთვის.

ამასთან, აღნიშნული აქციით კლუბმა გადაწყვიტა შეახსენოს ქალაქს და უპირველეს ყოვლისა პოლიტიკურ პარტიებს, რომ დროულად უნდა ჩამოიხსნას საარჩევნო პლაკატები და სხვადასხვა სარეკლამო-სააგიტაციო მასალა ქალაქის ყველა ნაწილიდან, მათ შორის მიწისქვეშა სივრცეებიდანაც, რომელიც ქალაქის იერსახისთვის ზუსტად ისეთი მნიშვნელობის მატარებელია, როგორიც, მაგალითად, სკვერები და ბაღები.

აქციის ფარგლებში კლუბის წევრებმა მიწისქვეშა გადასასვლელის კედლებიდან მოაშორეს სარეკლამო/საარჩევნო პლაკატები, მათ ნაცვლად კი კლუბის წევრების მიერ გადაღებული ფოტოები გააკრეს. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის დასრულებისთანავე ისინი სივრცის დემონტაჟს თავადვე მოახდენენ.

Image may contain: 2 people, people standing and outdoor

 

კომენტარები

კომენტარი