კულტურა

გაიგე: იყვნენ თუ არა შენი მოგვარეები წერა–კითხვის გამავრცელები საზოგადოების წევრები

ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობით “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წევრების ელექტრონული საძიებელი შეიქმნა, რომელიც აერთიანებს წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე, 1879-1927 წლებში, გაწევრიანებული 15 ათასზე მეტი ადამიანის ბიოგრაფიულ მონაცემს.

ელექტრონულ საძიებელს იხილავთ ეროვნული არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდებზე, იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

როდესაც ჩვენ ამ პროექტზე მუშაობას ვიწყებდით, ვფიქრობდით, რომ ეს იყო მალე ამოწურვადი რესურსი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროცესში, რომელსაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა ჰქვია.

გარდა ამისა, ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.

კომენტარები

კომენტარი