ვიზუალური ხელოვნება

ინოვაცია ხელოვნებაში: 3 განზომილებაში შესრულებული ნახატი

ხელოვნების მრავალათასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, ამ სფეროში რაიმე ახლის და ორიგინალურის შექმნა რთულია, თუმცა ხელოვანმა ჟან პიერ ვეილმა ეს შეძლო.

მხატვრის მიერ  1992 წელს სამ განზომილებაში  შესრულებული  გამოსახულება ახალი სიტყვა აღმოჩნდა მხატვრობის მიმართულებაში.  მისი ნამუშევრები  შესრულებულია მრავალფენიან მინაზე –  ერთი გამოსახულების სხვადასხვა ნაწილის გადათამაშებით.

ჟან პიერე ვეილმა ასევე  აღმოაჩინა, რომ მას შეეძლო ეს ტექნიკა სხვადასხვანაირად გამოეყენებინა.

მალე მხატვრის შემოქმედებამ ფართოდ გაითქვა სახელი და რაც უფრო მეტ ინტერესს იწვევდა მისი ნამუშევრები, ჟან პიერე ვეილი, მით უფრო მრავალფეროვანს ხდიდა საკუთარ კოლექციას: ნატურმორტებიდან პეიზაჟებამდე და ფანტაზიურ ნამუშევრებამდე.

კომენტარები

კომენტარი