კულტურა

10 ყველაზე ნახვადი ეროვნული პარკი ამერიკაში

ამერიკის ეროვნულ პარკებში ნამყოფი ადამიანების უმეტესობა მოხიბლულია ბუნების სილამაზით. 2017 წელს 331 მლნ. მნახველზე მეტი არის დაფიქსირებული.

გაინტერესებთ რომელი პარკებია ყველაზე პოპულარული?

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 ყველაზე ნახვად ეროვნულ პარკს ამერიკაში:

1. GREAT SMOKY MOUNTAINS

Image result for great smoky mountains

შარშან ამ ადგილს 11 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია. პარკთან ახლოს დაგხვდებათ სამ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც შეძლებთ ღამის გათევას, ხოლო მზის ამოსვლისას თქვენ გასაოცარ სილამაზეს იხილავთ ისევე, როგორც მზის ჩასვლისას.

2. GRAND CANYON

Image result for GRAND CANYON

2017 წელს 6,2 მილიონი მნახველი დაფიქსირდა გრანდ კანიონის ეროვნულ პარკში. აქ თქვენ გელოდებათ თითქმის 5 კვ. კმ. ფართობის მქონე ადგილი, სადაც გასაოცარ კლდეებს ნახავთ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ქარებისა და წყლისგან ყალიბდებოდა.

3. ZION

Image result for ZION

ეს პარკი ამერიკის სხვა მსგავს ტერიტორიებთან შედარებით, გაცილებით დიდია. მისი ფართობი 539,3 კვ. კმ. შეადგენს. 2016 წელს აქ ჩასულ 4,5 დამთვალიერებელს ზღაპრული სანახაობა დახვდა ბუნების სახით.

4. ROCKY MOUNTAIN

Image result for ROCKY MOUNTAIN

პარკში მდებარეობს 150 ტბა და, ჯამში, 725 კმ. სიგრძის პატარა და დიდი მდინარეები.

5. YOSEMITE

Image result for YOSEMITE

ჯონ მიური წერს იოსემიტის პარკზე: “ვერც ერთი ადამიანის მიერ აგებული ტაძარი ვერ შეედრება ამ სილამაზეს.” აქ დაგხვდებათ ზღაპრული ბუნება ჩანჩქერებითა და პატარა ნაკადულებით.

6. YELLOWSTONE

Image result for YELLOWSTONE

ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ეროვნული პარკი. გასულ წელს აქ 4,1 მლნ. მნახველი იმყოფებოდა. პარკში შეგიძლიათ იხილოთ დამღუპველი მწვერვალები, ფეთქებადი გეიზერები, ალპური ტბები, გაუვალი ტყეები და უამრავი გარეული ცხოველი.

7. ACADIA

Image result for acadia national park

ამ პარკში შესანიშნავად ერწყმის ზღვა და კლდოვანი მთები ერთმანეთს.

8. OLYMPIC

Image result for OLYMPIC national park

ყოველ წლიურად ამ პარკში 300 მლნ. ადამიანზე მეტი მოდის ამ გასაოცარი ბუნების სანახავად. აქ თქვენ ნახავთ სუბტროპიკულ და სუბალპურ ტყეებ,  თვალისმომჭრელ ფერად გარეულ მინდვრის ყვავილებთან ერთად, რომლებიც მთებსა და წყნარ ოკეანეს შესანიშნავად ერწყმისს.

9. GRAND TETON

Image result for GRAND TETON

გასულ წელს 3.3 მლნ. დამთვალიერებლმა ამ პარკში გასაოცარი ტბები იხილა მწვერვალების ფონზე.

10. GLACIER

Image result for glacier national park

ამ პარკშ,  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მილიონზე მეტი საკუთარი კერძო მიწა შედის. 2017 წელს 3.3 მლნ. ტურისტი ესტუმრა ამ ადგილს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქ წელიწადის ოთხივე დრო ერთმანეთზე უფრო ლამაზია.

კომენტარები

კომენტარი