ვიზუალური ხელოვნება

რა მოხდება თუ “მონა ლიზა” გასუფთავდება?

ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვს მონა ლიზას გასუფთავებას, რადგან მათ უნდათ სუფთა ნახატის ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ ნახატი დიდი ხანია მაღალ დონეზე ინახება, დროთა განმავლობაში ის იმტვერებოდა და ნელ-ნელა იფარებოდა მისი ბუნებრივი ფერები.

ბოლო დროს გავრცელდა მასალები, სადაც ჩანს, თუ როგორ ასუფთავებენ ერთ-ერთ ძველ ნახატს.

art-painting-restoration-mona-lisa-tumblr-post-15

art-painting-restoration-mona-lisa-tumblr-post-16

ამ ფაქტმა ხალხის შეშფოთება გამოიწვია. მათ უკვირთ, თუ რატომ არ ასუფთავებენ ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას, თუკი ეს შესაძლებელი იყო.

რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როდესაც ასეთი ძვირფასი ნახატის ბუნებრივ ფერებში ნახვა, მაგრამ მონა ლიზა სრულიად სხვა შემთხვევაა.

წინა ნახატს აცეტონში შერეული ხსნარით, სავარაუდოდ, კლუცელით, ასუფთავებენ. ეს ჩვეულებრივ აცეტონს იმით სჯობს, რომ უფრო გლუვია.

ბევრს აინტერესებს, თუ რატომ არ იყენებენ იგივე მეთოდს მონა ლიზას გასასუფთავებლად.

ლეონარდოს მოწაფეებმა მონა ლიზას ასლი ერთხელ უკვე გაწმინდეს და შედეგი კი ეს მიიღეს:

მონა ლიზა მოჭიქული ნამუშევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახატი ძალიან მსხვრევადია, რაც სურათებშივე ჩანს.

ამ ნახატის გაწმენდა ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. პროცესის დროს, ნახატზე დიდი შანსია, რომ საღებავის ფენები ამოტყდეს და მეტიც, შესაძლოა ნახატი სულ დაიმსხვრეს.

1809 წელს, პირველი აღდგენითი სამუშაოების დროს, გაპრიალებისას ნახატის ზედა ნაწილში საღებავის რამდენიმე ფენა ამოძვრა, რის გამოც ის უფრო განსხვავებულია, ვიდრე მაშინ, როდესაც ლეონარდომ დაასრულა ის.

ლეონარდო ამ ნახატს ყველგან თან ატარებდა, მან მაშინაც კი თან წაიღო ნახატი, როდესაც იტალია დატოვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დამკვეთამდე აღარასდროს მიაღწევდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მხატვარი გამუდმებით ცდილობდა ნამუშევრის დასრულებას და სიკვდილამდე ვერ დაასრულა იგი. ამის გამო, მონა ლიზაზე უამრავი საღებავის ფენაა, რომლის აძრობის შემთხვევაში მისი ფერები მნიშვნელოვნად შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი