საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი – Coachella 2018

Coachella გახლავთ მუსიკისა და ხელოვნების ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც კალიფორნიაში, კოლორადოს უდაბნოში – ქოაჩელას ველზე იმართება. ფესტივალის ორგანიზატორია Goldenvoice, რომელიც სპორტისა და მუსიკის სფეროში ერთ-ერთი მოწინავე კორპორაციაა. მას ეკუთვნის ყველაზე მეტი სპორტული ჯგუფი მსოფლიოში და, ასევე, მეორე ადგილზეა ლაივ მუსიკის პრეზენტირების სფეროში.

ფესტივალზე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ღონისძიება იმართება. გარდა ამისა, აქ  შეხვდებით ინსტალაციებს, სკულპტურებსა და ხელოვნების სხვა ნიმუშებსაც.

ქოაჩელას ფესტივალი 1993 წლიდან იმართება, ყოველწლიურად. გამონაკლისი გახლდათ მხოლოდ 2000 წელი, როცა გარკვეული მიზეზების გამო ერთი წლით გადაიდო მისი ჩატარება.

ქოაჩელას მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს წარმოადგენს, მისი ბილეთები ხშირად ლაინაფის გამოცხადებამდეც გაყიდულია.

ფესტივალის განსაკუთრებულობისა და საზოგადოების ინტერესის მიზეზი მხოლოდ მუსიკალური ღირებულება როდია, ყოველწლიურად ამ სივრცეში “ვარსკვლავთ ცვენა” ეწყობა. სტუმრების სიაში ნახავთ “ვიქტორია სეკრეტის” მოდელებს, მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებს, ჰოლივუდის მსახიობებს, მომღერლებს… ამ ფესტივალის სტუმრობა თავისთავად ნიშნავს მსოფლიოს ელიტურ წრეში ყოფნას.

საინტერესოა, რომ, ერთი შეხედვით, მუსიკალური კონცერტების სერია, გადაიქცევა ხოლმე წითელ ხალიჩად, სადაც ვარსკვლავები არა საღამოს კაბებსა და კოსტიუმებში, არამედ ურბანულ, ქუჩის ლუქებში არიან წარმოდგენილი და პაპარაცებიც ჩასაფრებულები ელოდებიან სხვადასხვა დიზაინერის შექმნილი სამოსების მოხვედრას თავიანთ ობიექტივში.

წელს “ქოაჩელა”-ს VIP ბილეთები 999$ ღირდა. ფესტივალი 13-15 აპრილს გაიმართა.

Image may contain: 9 people, people standing

ბიონსეს ახალი ფოტოები ქოაჩელას მუსიკალური ფესტივალიდან.ტყუპების გაჩენის შემდეგ,ეს მისი პირველი პერფორმანსია.

Image may contain: 2 people, people standing and outdoor

ჟასმინ თუქსი და კენდალ ჯენერი ქოაჩელას ფარგლებში გამართულ REVOLVE-ს წვეულებაზე.

Image may contain: 2 people, people standing and outdoor

ჟიზელ ოლივიერას ფოტოები ქოაჩელას ფესტივალიდან.

კომენტარები

კომენტარი