კულტურა

კონსპირაციული თეორეტიკოსების თქმით, დედამიწა 23 აპრილს განადგურდება

ნიბირუ – ეს შეიძლება ის სახელი აღმოჩნდეს, რომელიც 2018 წლის 23 აპრილს დედამიწისა და კაცობრიობის ყოფას დაასრულებს.

ვარაუდები ცივილიზაციის, ან თუნდაც სამყაროს განადგურების შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც პირველად ადამიანმა გაიარა დედამიწაზე. მას შემდეგ ადამიანებს ყოველთვის ეშინოდათ სიცოცხლის ნაადრევად დასრულების მთლიან კაცობრიობასთან ერთად.

კონსპირაციულმა თეორიტიკოსებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ამა წლის 23 აპრილს გიგანტური, იდუმალი მომაკვდინებელი ვარსკვლავი ნიბირუ (ასევე, ცნობილია, როგორც პლანეტა იქსი) დედამიწას შეეჯახება და კაცობრიობის უდიდესი ისტორიაც დასრულდება. როგორც ცნობილია, ნიბირუ არის დიდი ობიექტი, რომელიც დედამიწის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს.

დევიდ მიდი, ქრისტიანი ნუმეროლოგი, რომელიც პლანეტა იქსის შესახებ ახალ ამბებს წერს, ამბობს, რომ 23 აპრილს მოსალოდნელი აპოკალიფსი დედამიწას მთლიანად გაანადგურებს. მისი თქმით, მზე, მთვარე და იუპიტერი ქალწულის თანავარსკვლავედის გაერთიანებაა, რაც ბიბლიური აღდგომის, ანუ მეორედ მოსვლის დასაწყის მოგვასწავებს.

თეორეტიკოსებს თავიანთი მოსაზრების გასამყარებლად ციტატები მოჰყავთ ბიბლიიდანაც.

დევიდი ამბობს, რომ 23 აპრილს ნიბირუ მოულოდნელად გამოჩნდება ცაზე და ან დედამიწას შეეჯახება, ან იმდენად ახლოს ჩაუფრენს, რომ ის გამოიწყვევს ვულკანების ამოფრქვევას, მიწისძვრებსა და გიგანტურ ცუნამებს, რაც, საბოლოოდ, მოუღებს ბოლოს ცივილიზაციას.

ამ საკითხში თეორეტიკოსები ასტროლოგიასაც იყენებენ, რაც ბევრი ადამიანისთვის ეჭვქვეშ აყენებს მოსაზრებას.

კომენტარები

კომენტარი