კინო

“იმირომ, ტომ”-ის, ანუ “სასტუმრო ტრანსილვანიას” მესამე ნაწილი ივლისში გამოვა

ყველასთვის ძალიან საყვარელი ანიმაციური ფილმის, რომლის ქართული გახმოვანებაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა სოციალურ ქსელებში, “იმიტომ, ტომ” -ის, ანუ “სასტუმრო ტრანსილვანიას” მესამე ნაწილი დაანონსდა. მისი პრემიერა მსოფლიო კინოთეატრებში 2018 წლის 13 ივლისს იგეგმება.

გრაფი დრაკულა მის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თავის ბნელ ციხე-სასტუმროს დატოვებს და გაემგზავრება მომხიბვლელ კრუიზში მდიდრული ლაინერით, სახელად “მონსტრი”. მაგრამ როგორც კი ისინი დატოვებენ პორტს, ყველასთვის მოულოდნელად გრაფ დრაკულას გემის იდუმალი და ლამაზი კაპიტანი ერიკი შეუყვარდება. მამის ახალი ვნება ძალიან არ მოსწონს მის ქალიშვილს მევისის და ის ნებისმიერ ფასად წყვილის დაშორებას გადაწყვეტს. ერიკი აბრაამ ვან ჰელსინგის, ყველა ვამპირის და მონსტრის დაუძინებელი მტრის შთამომავალი აღმოჩდება.

რეჟისორი: გენდი ტარტაკოვსკი

სცენარის ავტორები: მაიკლ მაკკულერსი; გენდი ტარტაკოვსკი; ტოდ დურმანი

მთავარ როლებში: ადამ სანდლერი (დრაკულა); კეტრინ ჰენი (ერიკა); ენდი სემბერგი (ჯონი); სელენა გომეზი (მავისი) და სხვ.

ბიუჯეტი: 65,000,000 (აშშ დოლარი)

 

კომენტარები

კომენტარი