კინო

„უარყოფითი ციფრები“ – იტალიელი, ფრანგი და ქართველი კინორეჟისორების პროექტი საქართველოში

იტალიელი, ფრანგი და ქართველი კინორეჟისორები საქართველოში ფილმს გადაიღებენ.   „უარყოფითი ციფრები“ – ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომლის გადაღებებიც ავჭალის ყოფილ კოლონიაში დაიწყება.  ფილმი პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში მზადდება.

„უარყოფითი ციფრები“ დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე:  ორ ყოფილ პროფესიონალ რაგბისტზე,   რომლებმაც   ახალგაზრდა პატიმარი ბიჭი რაგბით დააინტერესეს. ამის შემდეგ მსჯავრდებული აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

ქართველი სცენარისტის, უტა ბერიას სრულმეტრაჟიან ფილმში მოქმედება ხდება 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც ეკონომიკური კრიზისი იყო ბევრ ქვეყანაში და უმუშევარი ახალგაზრდები არასრულწლოვანთა კოლონიაში ხშირად ხვდებოდნენ.

ავჭალის ყოფილ კოლონიაში ახალი ფილმის გადაღებები სექტემბრიდან დაიწყება. საერთაშორისო  კინოსურათში სხვადასხვა როლს 40 ქართველი მსახიობიც სეასრულებს.

„ეს იქნება მეექვსე პროექტი პროექტ „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში. როექტის  მიზანია ადგილობრივი კინოინდუსტრიის  წახალისება ხელსაყრელი  პირობების შექმნით –  როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი კინიორეჟისორებისთვის“,- აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები.

საქართველოში ფილმის  გადაღების შემთხვევაში,  კინორეჟისორებს სხვადასხვა საშეღავათო პირობები ექმნებათ, მათ შორის 25%-მდე ფასდაკლება კონკრეტულ ხარჯებზე.

 

კომენტარები

კომენტარი