კინო

ანიმაციური ფილმის “სუპეროჯახის” მეორე ნაწილის ოფიციალური ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა

ანიმაციური ფილმის “სუპეროჯახის” მეორე ნაწილის ოფიციალური ტრეილერი უკვე გამოქვეყნდა. ვიდეო Disney-Pixar-ის იუთუბის ოფიციალურ არხზე გავრცელდა.

სიუჟეტის მიხედვით, ოჯახს კრიზისი აქვს: ოჯახის თავი სახლში ბავშვებთან ერთად ზის, მაშინ როდესაც მეუღლე ჟურნალისტებსა და ფანებს ხვდება.

სუპეროჯახის მეორე ნაწილი ამ წლის ივნისში გამოვა. სოციალურ ქსელში, აგრეთვე, უკვე გავრცელდა “სუპეროჯახი 2″–ის თეზერი.

სუპეროჯახი ამერიკული ანიმაციური და ჰეროიკული მულტფილმია, რომელიც 2004 წელს ბრედ ბირდმა გადაიღო.

მულტფილმმა ოსკარის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის “საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმი”. მიიღო BAFTA-ს პრემია და “ენის” ჯილდო, რომელიც ანიმაციურ შემოქმედებას გადაეცემა.

მოკლე აღწერა: სუპერგმირების ოჯახის ისტორია, რომლის წევრებიც უკვე მოშორდნენ დიდ საქმეებს და ურჩევნიათ წყნარი ჩვეულებრივი დედამიწელების ცხოვრებით ცხოვრება. წარსულში ყველა მათგანი ზებუნებრივი ნიჭით იყო დაჯილდოვებული და არც ისე ცუდად უმკლავდებოდნენ მსოფლიო ბოროტებას,  მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ოჯახის უფროსსა და მის წევრებს მოუწევთ კვლავ სუპერგმირების კოსტიუმების ჩაცმა, ამისათვის კი აუცილებელია ზედმეტი კილოგრამების ჩამოფერთხვა)და კიდევ ერთხელ დედამიწის გადარჩენა საიდუმლო ბოროტმოქმედისგან.

იხ. თიზერი:

იხ. ტრეილერი:

 

 

 

კომენტარები

კომენტარი