ოსკაროსანი რეჟისორი მილოშ ფორმანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მილოშ ფორმანის მეუღლის განცხადებით, რეჟისორი პარასკევს ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ფორმანი 1932 წლის 18 თებერვალს ჩეხეთში დაიბადა, თუმცა 1968 წელს საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 1970 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო.
რეჟისორს ყველაზე დიდი აღიარება მოუტანეს ფილმებმა „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ და „ამადეუსი“. ფორმანს სწორედ ამ ფილმებმა მოუტანა პრესტიჟული ამერიკის ფილმის აკადემიის ჯილდო – ოსკარი.
კომენტარები
