კინო

Pixar-ის ისტორიაში პირველად, ქალმა ანიმაციური ფილმი გადაიღო

დისნეი პიქსარმა გამოაქვეყნა ახალი ანიმაციური ფილმის “ბაო” ტრეილერი, რამაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია. მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელოდება ამ მულტფილმის ხილვას.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დომი ში პირველი ქალია, რომელიც დისნეი პიქსარის ანიმაციური ფილმის რეჟისორია.

მულტფილმის შინაარსი მარტივი და საყვარელია. მარტოსული დედა, რომელიც მარტოა დარჩენილი ეულობის სინდრომით იტანჯება (ეს სინდრომი ემართებათ მშობლებს, როდესაც მათი შვილები სხვაგან გადადიან საცხოვრებლად), მაგრამ მას დედობის მეორე შანსი ეძლევა, როდესაც მის მიერ სახლში მომზადებული ცომის გუნდა ცოცხლდება.

პიქსარი ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ამ მულტფილმში კარგად არის აღწერილი მშობლებისა და შვილების ურთიერთობა ჩინეთის ჩინეთის ემიგრანტების საზოგადოების ფონზე.

“დედა სიხარულით იღებს თავის ახალ შვილს, მაგრამ ცომის გუნდა სწრაფად იზრდება და ეს გაზრდის პროცესი მწარე სიამოვნებად იქცევა. ამით კარგად არის აღწერილი ის, რომ არაფერი რჩება პატარა და საყვარელი.”

პიქსარმა ანიმაციური ფილმის ტრეილერი თავის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი