კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

“სუხიშვილებმა” საზღვარი “ანტიოკუპაციური პასპორტებით” დატოვეს

ქართული ნაციონალური ბალეტის, “სუხიშვილების” წევრებმა საქართველოს საზღვარი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისადმი შექმნილი სპეციალური პასპორტის ჩასადებებით გადაკვეთეს.

მათ ანკარაში ჩასვლისთანავე გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ჩანს ანსამბლის წევრებს როგორ უჭირავთ ე.წ. “ანტიოკუპაციის პასპორტები”.

ჩასადებები “ჯოვანი მორამ” გამოუშვა. კომპანიის განცადებით, იდეის ავტორი და შემსრულებელი გიორგი პოპიაშვილი გახლავთ. “ჯოვანი მორა” ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს თავის საიტზე:

“მჯერა რომ თავისუფლება, რომლითაც ჩვენ ყველანი დავიბადეთ, ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს. ისტორია კი, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მოყვება, არასდროს დანებდება წინაღობებს. ქართველებმა სწორედ ასეთი მეამბოხე თავისუფლებისა და დაუღალავი ბრძოლისუნარიანობით შემაყვარეს თავი. ამის შემდეგ შეუძლებელია არ გჯეროდეს, რომ ვერავინ წაგართმევს ერთობას, როგორ ბევრჯერაც არ უნდა ცადონ.

და მაინც, როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია.
მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

რთულია იპოვო სიტყვები, რომლებსაც ყველა მოუსმენს და გაიგებს. თუმცა, ყოველი დიდი ნახტომი პატარ-პატარა ნაბიჯებით იზომება. მეც გადავწყვიტე ერთი პატარა ნაბიჯი გადამედგა. “

კომენტარები

კომენტარი