კულტურა

რატომ დააწესეს 14 აპრილი დედაენის დღედ?

ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.

ამ განზრახვის სისრულეში მოყვანას წინ აღუდგა მთელი საქართველოს მოსახლეობა. ზუსტად 40 წლის წინ, 1978 წლის 14 აპრილს, თბილისში ათასობით ადამიანმა (მათ შორის უმრავლესობა სტუდენტები იყვნენ) გააპროტესტა საბჭოთა კონსტიტუციაში შეტანილი ის ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. საპროტესტო აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ დაიწყო და რუსთაველზე გაგრძელდა. მაშინდელი უმაღლესი საბჭოს, დღევანდელი პარლამენტის, შენობის წინ შეკრებილი ხალხი დილიდან ელოდა საბოლოო გადაწყვეტილებას. სესიაზე თავისი ერთსაათიანი გამოსვლის ბოლოს ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო ენად ქართული ენა დარჩებოდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო — სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენები მოხდა 1978 წლის 25 მაისს ბათუმშიც‚ როდესაც უნდა დაემტკიცებინათ აჭარის ასსრ-ის კონსტიტუცია, რომლიდანაც ასევე „გამქრალი იყო მუხლი ქართული ენის შესახებ. მიუხედახათ ამისა მაშინ დაწყებული იქნა და დღემდე გრძელდება ქართული ენის უხეში დამახინჯება, რაც გამოიხატება ქართულში უცხოური სიტყვების შერევა და წმიდა ქართულის ნაცვლსდ რუსულ და რუსული ენის მეშვეობით სხვა უცხოურის გამოყენება.

კომენტარები

კომენტარი