ბლოგი ვიდეოები

სლავოი ჟიჟეკი: “მოულოდნელობა უფრო და უფრო მცირდება კომპიუტერების ხანაში, სადაც ხშირია ონლაინ პაემნები”

ცნობილი ფილოსოფოლი და სოციალური კრიტიკოსი სლავოი ჟიჟეკი დიდ თემაზე, შემთხვევებსა და მოულოდნელ შეხვედრებზე ლაპარაკობს. ეს არის მისი ახალი წიგნის თემაც.

წინამდებარე კლიპში, რომელსაც ქვევით იხილავთ, სლავოი საუბრობს შემთხვევების წარმომავლობასა და არსზე, სადაც ისინი რეტროაქტიულად ქმნიან თავიანთ მიზეზებს.

კლიპში სლავოი ორ მთავარ თემას გამოყოფს. პირველი, იგი გვთავაზობს საბაზისო თეორიულ განსაზღვრებას სიტყვისა “შემთხვევა”, რის გასამყარებლადაც ნაკლებად აბსტრაქტული მაგალითები მოჰყავს. მეორე, იგი ამატებს წარმომავლობის არსის ამ გაგებას შეყვარების პროცესის თანამედროვე დამოკიდებულებების კვლევისას.

შემთხვევის ზუსტი განმარტების პოვნა თითქმის შეუძლებელია, რადგანაც ამ კონცეფტთან ასოცირებული ძალიან ბევრი კომპონენტი არსებობს. როგორც სლავოი ამბობს, მან ეს ყველაფერი კლიპში ელემენტარულ ენაზე ახსნა.

“ჩემს წიგნში ყურადღებას ვამახვილებ შემთხვევაზე, თითქოს რაღაც განსაკუთრებული იწყებოდეს… მოვლენების გარკვეულ დარგში, სადაც რაიმე ხდება ნორმალური ნაკადიდში, დროდადრო ხდება, რაც რეტროაქტიურად ცვლის წესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოხდება. ეს ვითარება გამომუშავებულია ამ სიტუაციიდან.”

სინამდვილეში, ეს ბევრისთვის არა ელემენტარული, არამედ ოდნავადაც კი არ იყო მარტივი. კლიპში ფილოსოფოსს მოჰყავს მაგალითი ლიტერატურიდან, რათა ახსნას, თუ რატომ  ვართ რეტროაქტიულები შემთხვევების გამო.

კლიპის ყურებისას მაყურებელი უფრო ღრმად სწავლობს ძალიან თეორიულ მასალებს. ეს არ განსხვავდება შროდინგერის კატისგან (Schrodinger’s cat).

რა საერთო აქვს მოვლენას სიყვარულთან? სლავოი ხსნის კლიპში, თუ რამდენად მოულოდნელია სიყვარული, რაშიც ინგლისური ენა ეხმარება. შეყვარება – Fall in Love (სიყვარულში ჩავარდნა).

ფილოსოფოსი ასევე ამბობს, რომ მოულოდნელობა უფრო და უფრო მცირდება კომპიუტერების ხანაში, სადაც ხშირია ონლაინ პაემნები. ამ ყველაფერს კი მაჭანკლობისკენ და სხვის მიერ არჩეულ მეორე ნახევრებისკენ მივყავართ. მაგალითისთვის: წარმოიდგინეთ, რომ ვინმე, მაგალითად თქვენი ოჯახის წევრი გეუბნებათ თუ ვინ უნდა შეიყვაროთ.

 

კომენტარები

კომენტარი