ლიტერატურა

უცნობი და საინტერესო ფაქტები ბოჰუმილ ჰრაბალის შესახებ

ბოჰუმილ ჰრაბალი ჩეხი მწერალია, რომელიც დაიბადა 1914 წელს, ბრნოში. იგი უნივერსიტეტში იურისპრუდენციას სწავლობდა. ჰრაბალის წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია რომანები „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“, „მკაცრი კონტროლის ქვეშ მყოფი მატარებლები“ და “მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა”. პირველი ორის მიხედვით, ცნობილმა ჩეხმა რეჟისორმა ირჟი მენცელმა ფილმები გადაიღო.

“არტნიუსი” გთავაზობთ 9 ფაქტს ბოჰუმილ ჰრაბალის შესახებ.

1. ბოჰუმილ ჰრაბალი 1914 წლის 28 მარტს დაიბადა მორავიაში და 1997 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა პრაღაში.

2. მან მიიღო სამართლის დიპლომი პრაღის ჩარლსის უნივერსიტეტის და 1940-იანი წლების ბოლოდან სიკვდილამდე პრაღაში დარჩა.

3. მან ჩეხეთში იცხოვრა ორ ოკუპანტთან ერთად, ნაცისტებთან და საბჭოთა კავშირთან.

4. ბოჰუმილმა კარიერა პოეზიაში დაიწყო. იგი 1948 წელს ლირიკულ პოეზიას გამოსცემდა.

5. 1975 წელს მან გამომცემლობასთან “Tvorba” ჩაწერა ინტერვიუ, სადაც თავის ნამუშევრებზე რამდენიმე თვითკრიტიკული კომენტარი გააკეთა. ამის გამო კი, მას მანამდე აკრძალული ნამუშევრების გამოცემაზე ნება დართეს.

6. მწერლის ცხოვრებაში მისი ნამუშევრების, დაახლოებით, 3 მილიონი ასლი დამზადდა და ითარგმნა 27 ენაზე.

7. “ახლოს ნანახი მატარებლები” არის ბოჰუმილის ერთ-ერთი წიგნი, რომელზეც ფილმი გადაიღეს, მაგრამ აღსანიშნავი ისაა, რომ ფილმმა 1967 წელს საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში ოსკარი მოიგო.

8. 1994 წელს ბოჰუმილი თავის საყვარელ ბარში შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს, ვაქლავ ჰაველსა და ამერიკის პრეზიდენტს, ბილ კლინტონს.

9. ჰრაბალი მუშაობდა ტელეგრაფისტად, რკინიგზის სადგურის მორიგედ, კომივოიაჟერად და სცენის მუშად.

10. ბოჰუმილი ერთხელ შეესწრო თვითმკვლელობას: ვიღაც უცნობი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და ზუსტად მის ფეხებთან დაეცა. მოგვიანებით მწერალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, როდესაც მტრედებს აჭმევდა და მოკვდა.

კომენტარები

კომენტარი