საშემსრულებლო ხელოვნება

გრიბოედოვის თეატრი ფოთში ბავშვთა დღისადმი მიძღვნილ უფასო სპექტაკლს გამართავს

გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დასი ფოთში საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავს. წარმოდგენილი იქნება  „კარლსონის თავგადასავალი”.

სპექტაკლი გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრში ჩატარდება და მას 500-ზე მეტი ბავშვი დაესწრება მთელი სამეგრელოდან — სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ბავშვთა სახლებიდან, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი