ბლოგი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Guardian-ი თბილისურ ღამის ცხოვრებაზე წერს

გამომცემლობა “The Guardian” ქართული ღამის ცხოვრების შესახებ წერს. სტატიაში აღწერილია ჟურნალისტის მოგზაურობა ღამის თბილისში, ნახსენებია ღამის კლუბები და კაფეები, როგორებიცაა: ბასიანი, ხიდი, მტკვარზე, Success Bar, Vitamin Cubes.

სტატიაში ჟურნალისტი ხაზს უსვამს “Cafe Gallery”-ს, “Success Bar”-ისა და “ბასიანის” მნიშვნელობას საქართველოში LGBTQ თემის ცხოვრების ასპექტში.

Nia Gvatua in Success Bar

“საქსესში” დალევის შემდეგ წავედი “კაფე გალერიში”, რომელიც 2011 წელს გაიხსნა იმისთვის, რომ მყუდრო და უსაფრთხო გარემო შექმნილიყო ნებისმიერი სქესისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანისთვის. “გალერი” ღამით კლუბია, დღისით კი კაფე და საგამოფენო სივრცე, ამავდროულად ის ინტიმური ატმოსფეროს მქონე ადგილია, რაც ერთობის განცდას ამძაფრებს. როდესაც საუბარია ღამის თბილისზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ ბასიანი (ჩემი შემდეგი გაჩერება), რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა თბილისზე… ინტერიერი დისორიენტაციას განგაცდევინებს, ესაა ადგილი, სადაც დრო თითქოს გარბის შენგან”

სტატიაში საუბარია ახლადშექმნილ სივრცეზე, სახელად “ფაბრიკა”, რომელიც ბარებს, სასტუმროს, მაღაზიებს, საგამოფენო სივრცეებს, კაფეებს, სწრაფი კვების ობიექტებს და, რაც მთავარია, უამრავ ადამიანს აერთიანებს.

“ჯონდო (ჯეი) ჯაფარიძე მიყვება, რომ წლების წინ, როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, ადამიანს შეიძლებოდა პრობლემები შექმნოდა თუ ის პანკივით გამოიყურებოდა. “რთული იყო ალტერნატივის მიმდევარი ყოფილიყავი” – ამბობს ის… საბჭოთა კავშირის დროინდელი ფაბრიკა, 2016 წელს სასტუმროდ გადაიქცა და ფოტოგენურ, პოსტ-ინდუსტრიული გარემოთი იყონებს თავს, აქ ბევრმა დამოუკიდებელმა ბიზნესმა დაიდო ბინა. “ახლა, ატმოსფერო კარგია…” – ამბობს ჯეი. “შეგიძლია იგრძნო ენერგია და მოძრაობა. ეს არის პლატფორმა ხალხისთვის” Bar area at Rooms Hotels, Tbilisi

Vodkast Records, Tbilisi, Georgia.

კომენტარები

კომენტარი