კინო

ახალი ქართული ფილმი “დრამერი” და მის გარშემო შექმნილ ინტერესთა კონფლიქტი

მალე ტელეეკრანებზე ახალ ქართულ ფილმს, “დრამერი”, ვიხილავთ.

2017 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში საექსპერტო კომისიის რეკომენდაციით, 199 ქულით გაიმარჯვა ზემოთ ხსენებულმა სადებიუტო ფილმმა და მიიღო დაფინანსება 234 497 ლარის ოდენობით.

ფილმი ეკუთვნის საპროდიუსერო კომპანია შპს “პარაშუტს”. “დრამერის” რეჟისორი კონსტანტინე კალანდაძეა, ის ცნობილია ფილმებით: “Teen Spirit” (2012), “Better Than Dog” (2016) და “Tbilisi, I Love You” (2014). პროდიუსერი შპს “პარაშუტის” დირექტორი, ელენე მარგველაშვილი გახლავთ.

კიმონოს სიუჟეტი – “დრამერი”

“ესაა ნამდვილ ამბებზე აგებული გამოგონილი ისტორია, რეალურ სოციალურ ფონზე, კრიმინალური ელემენტებით. ფილმში მოთხრობილი ამბავი, ამავე დროს, სასიყვარულო ისტორიის გარშემო ტრიალებს და ახალგაზრდა, ამბიციურ მუსიკოსს ეხება, რომელიც თავისუფლების ძიებაშია. ახალგაზრდულ პრობლემებზე ფილმს ახალგაზრდები იღებენ: შემქმნელების ინტერესი ქალაქის უხილავ კუთხეებში დაკარგული, მაგრამ მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რომელთა საარსებო გარემოსუბკულტურული სივრცეა.

ბოლო ათწლეულების ქართულ კინემატოგრაფში ფილმი მუსიკოსის შესახებ იშვიათობაა, თუმცა ქართული კინო საკმარისზე ხშირად ეხებოდა კრიმინალის და ნარკოტიკის თემას. ამიტომაც, იმედს ვიტოვებთ, რომ ფილმში – “დრამერი”, ეს თემატიკა განსხვავებული კუთხიდან იქნება ნაჩვენები” – წერს კიმონო.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა კონკურსმა ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ამ თემაზე სტატიას კვლევას აქვეყნებს, გთავაზობთ ამონარიდებს კვლევიდან:

“ჩვენმა ექვსთვიანმა კვლევამ გვაჩვენა, რომ:

1. კომისიის წევრები და კონკურსანტები ხშირად ერთი და იმავე გაერთიანების წევრები არიან, ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად კი კინოცენტრს ქმედითი მექანიზმები არ აქვს;

ინტერესთა კონფლიქტის შანსების შესამცირებლად, 2016 წლის მაისში ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა, ზურაბ მაღალაშვილმა გადაწყვიტა კომისიის წევრები “ლოტოტრონის პრინციპით” შეერჩიათ. რამდენიმე კონკურსი სწორედ ამ წესის მიხედვით ჩატარდა, რასაც კინემატოგრაფისტთა ჯგუფი “ვაკის პარკის კინომოძრაობა” ეწინააღმდეგებოდა. ჯგუფის წევრები მიიჩნევდნენ, რომ ლოტოტრონით ჟიურის წევრების შერჩევამ კომისიაში სხვადასხვა ხედვის წარმომადგენელთა ბალანსი დაარღვია. საბოლოოდ, კულტურის სამინისტროს ჩარევით, კინოცენტრის დირექტორმა “ლოტოტრონის პრინციპი” გააუქმა.

რამდენიმე თვეში, 2017 წლის იანვარში, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსში “ვაკის პარკის კინომოძრაობის” ორი წევრის ფილმებმა გაიმარჯვა – კონსტანტინე კალანდაძის ფილმმა “დრამერი” და დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “დაისი.” საექსპერტო კომისიის ერთ-ერთი წევრი ამავე კინომოძრაობის მხარდამჭერი – დავით ბუხრიკიძე იყო.” – ნათქვამია კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი