არქიტექტურა, არქეოლოგია

ისტორიის ინსტიტუტის შენობამ პირვანდელი სახე დაკარგა

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ისტორიის ინსტიტუტის ძველმა შენობამ პირვანდელი სახე დაკარგა.  ობიექტი ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა და მის იერსახესთან ერთად შიდა განლაგება, მოცულობა და ფუნქციური დატვირთვაც შეიცვალა.

შენობაში ჩატარებული სარეკონსტრუქციო სამუშაო საზოგადოებაში განხილვის საგანი გახდა. მათი ნაწილი კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიას გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსაზრება დააფიქსირა ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელმაც:

„არც კი ვიცი რა დავწერო, ჩვენი საშველი არ არის! განსაკუთრებით დიდი “მადლობა” მინდა გადავუხადო:

1) წინა ხელისუფლებას, რომლემაც დაინანა სტატუსი ამ უნიკალური ობიექტისთვის და დღეს მენაშენეს მისცა უფლება, განმარტებით ბარათში ჩაეწერა: “არსებული შენობა არ მიეკუთვნება ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში ჩამოთვლილ ობიექტებს….”

2)  “m2 უძრავი ქონება”-ს , რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ ირწმუნებოდა -” რას ამბობთ, ამას როგორ დავანგრევო” , როგრც ჩანს სიხარბემ და გაუმაძღრობამ გადაწონა “კეთილი განზრახვები”;

3) არქიტექტორ – ირაკლი შარაშიძეს ასეთი მაღალკვალიფიციური, ისტროიული ქალაქისთვის შესაბამისი “იერისთვის”.

4) ექსპერტ, ინჟინერ-კონსტრუქტორ რ. აფხაძეს მნგრეველ-მენაშენის ინტერესის გათვალისწინებისა და შენობისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანისთვის.

5) მერიის კომპეტენტურ, პასუხისმგებლობით აღსავსე საბჭოს, რომელმაც არ დაიზარა და დიდი სიხარულით შესწირა “ინვესტიციას” კიდევ ერთი “ბარტყი”.

6) და რა თქმა უნდა, თბილისის მერს, დავით ნარმანიას, რომელიც მუხლმოუდრეკელი ზრუნავს ქალაქის იერზე.

პ.ს. დიდი სიამოვნებით გადმოვდგებოდი ახლა ორღობეში და წყელვა-კრულვას მოგაქოქოლებდით, მაგრამ შევიკავებ თავს“,- წერს თამარ ამაშუკელი.
ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი 1917 წლის 1 ივლისს თბილისში, აკადემიკოს ნიკო მარის მოთავეობით დაარსდა.  ინსტიტუტის პირველ ნამდვილ წევრებად არჩეულები იყვნენ ექვთიმე თაყაიშვილი და გიორგი ჩუბინაშვილი.

შენობის პირვანდელი სახე

შენობის პროექტი

კომენტარები

კომენტარი