საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

თბილისის ჯაზ ფესტივალი 2018

ჯაზ ფესტივალი რამდენიმე წელია ტარდებას საქართველოში. წელს, ტრადიციულად, Concert Hall უმასპინძლებს პროექტს, რომელიც მოიცავს, როგორც კონცერტებს, ასევე, მასტერკლასებს, რომლებსაც საქვეყნოდ ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ჩაატარებენ ქართული აუდიტორიისთვის.

ორგანიზატორების თქმით, 2018 წლიდან ჯაზ ფესტივალი შემოდგომიდან გაზაფხულზე, აპრილის ბოლოსკენ გადმოინაცვლებს და ჯაზის საერთაშორისო დღეს დაემთხვევა.

28 აპრილს ამერიკული ჯაზ ტრიო “Bad Plus” გახსნის ფესტივალს “ივენთ ჰოლში”. ტრიოს წევრები არიან: ბასისტი – რეიდ ანდერსონი, პიანისტი – ორინ ევანსი და დრამერი – დეივ კინგი.

29 აპრილს ასევე ამერიკული ჯგუფი “Naturally 7” წარდგება მსმენელის წინაშე. ისინი შეასრულებენ აკაპელას, რასაც თავად “ვოკალზე დაკვრას” უწოდებენ. ჯგუფის ლიდერის, როჯერ ტომასის თქმით, მათი მუსიკა არის “ადამიანის ხმის ინსტრუმენტად გამოყენების ხელოვნება და ხმის შექმნა”. ისინი ვოკალურად განასახიერებენ ინსტრუმენტალური ბენდის ხმებს.

30 აპრილს მსმენელი სცენაზე იხილავს ლეგენდალურ “Miles Electric Band” – ს.

Miles Electric Band ცნობილი და მრავალგზის დაჯილდოებული მომღერლებისა და მუსიკოსებითაა დაკომპლექტებული და ბოლო საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დასავლეთ-ამერიკული ჯაზის განვითარებაში. ბენდის წევრები მრავალი პრიზით არიან დაჯილდოებული, მაგალითად, ვინს ვილბურნი, რომელმაც თავისი ალბომისთვის “AURA” 80იან წლებში გრემი მიიღო.

ბენდს სცენაზე შეუერთდება რევი კოლტრეინი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო საქსაფონისტად არის დასახელებული ნიუ იორკში. მისი ამ კონცერტზე გამოსვლა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის, Miles Electronic Band ისგან განსხვავებით, ამერიკის მეორე მხარეს წარმოადგენს, ისინი მთელ ამერიკულ კულტურას გააერთიანებენ.

ფესტივალის განმავლობაში აუდიტორიას საშუალება ექნება დატკბნენ სანდრო ბიბიჩის ტრიოს შესრულებით, რომლის წევრებიც არიან: სანდრო კვაჭაძე (ბასი/ვოკალი), გიგი ცინცაძე (გიტარა), დანიელ ადიკაშვილი (დრამი). ასევე, კონსერვატორიის ჯაზ ბენდით, რომელიც აერთიანებს 5 მუსიკოსს: ლილიკო კორკოტაშვილი (ვოკალი), მიხეილ ჯაფარიძე (ბასი), ლუკა თოფურია (კლავიში), გიგი ცინცაძე (გიტარა), გიო კაპანაძე (დრამი).

პრომოუტერული კომპანიის დირექტორის, გიორგი კერესელიძის განცხადებით, რომელიც Georgia Today-სთან გააკეთა, შესაძლოა გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის ფესტივალებს ზამთარიც შეემატოს. მისი თქმით, ზამთრის ფესტივალი დაგეგმვის პროცესშია და, სავარაუდოდ, ის თბილისს გარეთ ჩატარდება, ალბათ, რომელიმე ზამთრის კურორტზე.

 

კომენტარები

კომენტარი