კულტურა

ეგვიპტური პაპირუსი, სადაც უძველესი სექსუალური ძალადობაა აღწერილი

ძვ.წ. 1 200 წელს მამაკაცს, სახელად პანები, ბრალი წაუყენეს კორუფციასა და სექსუალურ ძალადობაში, რის გამოც მან სამსახური დაკარგა. მისი დანაშაულები ათწლეულების განმავლობაში იყო ცნობილი და პაპირუსზე იწერებოდა, მაგრამ იმდროინდელმა სოციალურმა კლიმატმა განაპირობა მისი დაგვიანებითი დასჯა.

Quartz-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ პანები ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარი იყო ქალაქში, რომელიც ფარაონების სამარხებს ხატავდა.

ეს პაპირუსი ბრიტანულ მუზეუმში მე-19 სეუკუნიდან ინახება.

Narrative.ly წერს, რომ პანებმა ვინმე ამენახტს მოპარა სამსახური (მის ადგილზე დაიწყო მოტყუებით მუშაობა), გაქურდა სამეფო სამარხები, ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე მამაკაცს და სექსუალურად იძალადა რამდენიმე ქალბატონზე, ასევე მან დაამყარა სექსუალური კავშირი ბევრ სხვა ადგილობრივ ქალთან (არა ძალადობით).

პაპირუსზე ასევე წერია, რომ პანებმა გახადა ქალბატონს სახელად იეიმევავს, მიაჯახა კედელს და იძალადა მასზე, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული სექსუალური სახე ჰქონდა, თუ არა ამ ძალადობას.

უძველეს არტეფაქტში ასევე წერია რამდენიმე ქალბატონის სახელი, რომლებიც პანებმა გარყვნა. ამ კრიმინალურმა ამბებმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია პატარა ქალაქ დეირ ელ მედინაში, სადაც, როგორც ჩანს, ყველა ყველას იცნობდა.

კომენტარები

კომენტარი