კულტურა

იტალიაში ქართული კულტურის დღეები იმართება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში 11-დან 18 აპრილამდე იტალიაში, მარკეს რეგიონის ქალაქ პეზაროში, ქართული კულტურის დღეები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ქართული კულტურის დღეები რადენიმე ღონისძიებას მოიცავს. კერძოდ, 11 აპრილს კულტურის კვირეული ქართველი მხატვრების სოფო ბერძენიშვილის, ლიკა რუსაძისა და მოქანდაკე ირაკლი წულაძის ნამუშევრებით გაიხსნება.

12-14 აპრილს ფრანკო კორელის აუდიტორიუმში გაიმართება ქართული ფოლკლორისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელსაც “თუშური ბრენდი” წარმოადგენს.

15 აპრილს პეზაროს ექპერიმენტულ თეატრში წარმოდგენილი იქნება რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები”, რომლის დაწყებამდე გაიმართება მცირე კონფერენცია საქართველოსა და ოკუპირებული რეგიონების შესახებ.

სამინისტროს ცნობით, კულტურის დღეები, 18 აპრილს, როსინის სახელობის საოპერო თეატრში, გალა კონცერტით “ვივა როსინი” დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ოპერის ვარსვკვლავები სოპრანო ნინო ლეჟავა, მეცო სოპრანო ნინო სრუგულაძე, ტენორი ოთარ ჯორჯიკია და ბარიტონი სულხან გევლესიანი. მათ აკომპანიმენტს პიანისტი ეკა მეტრეველი გაუწევს.

კომენტარები

კომენტარი