კინო

ფილმის “ოუშენის 11 მეგობარის” გაგრძელება – ყველაფერი, რაც ვიცით ამ ფილმზე

2001 წელს ფილმის “ოუშენის 11 მეგობარი” გამოსვლიდან, 17 წლის შემდეგ, ხალხი ელოდება ოუშენის კიდევ ერთ სერიას, რომელსაც “ოუშენის 8 მეგობარი” ერქმევა.

როგორც ცნობილია, მაყურებელს ფილმის კინოთეატრებში ნახვის საშუალება 2018 წლის ზაფხულში ექნება. ეკრანებზე ისინი იხილავენ ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან სანდრა ბულოკი, ქეით ბლანჩეტი, რიანა და სხვა.

რა უნდა ვიცოდეთ ფილმის შესახებ?

ფილმის გამოშვების ზუსტი თარიღია 2018 წლის 8 ივნისი.

ტრეილერი:

ოუშენის 8 მეგობარი არის “ოუშენის” ტრილოგიის (ოუშენის 11 მეგობარი – 2001, ოუშენის 12 მეგობარი – 2004 და ოუშენის 13 მეგობარი – 2007) გაგრძელება.

ახალ ფილმში მთავარი გმირი დენი ოუშენის (ტრილოგიის მთავარი გმირი) და, დები ოუშენი იქნება, რომელიც რვა ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად სავაჭრო ცენტრს ქურდავს.

კომენტარები

კომენტარი