ვიზუალური ხელოვნება

როგორ დავშალოთ პიქსელებად ცნობილი ნახატები?

ავსტრალიელი მხატვარი, რომელიც საკუთარ თავს ფსევდონიმით Screw7oose მოიხსენიებს, ათასობით ხის კუბისგან ცნობილი ნახატების ასლებს ქმნის.

Screw7oose პიქსელებით ბავშვობიდანვე არის შეპყრობილი, ამაში კი დიდი დამსახურება ძველებურ გასართობ კომპიუტერს, Nintendo Entertainment System მიუძღვის.

“ბევრი მეკითხება არის თუ არა ჩემი ნამუშევრები Minecraft-ისგან შთაგონებული, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მე ის არასდროს მითამაშია.” – ამბობს Screw7oose .

ავსტრალიელ მხატვარს თავისმა შემოქმედებამ საკმაო პოპულარობა მოუტანა სიდნეიში. მას უკვე ჰქონდა რამდენიმე გამოფენაც.

“არტნიუსი” გთავაზობთ ავსტრალიელი მხატვრის პიქსელურ შემოქმედებებს.

 

კომენტარები

კომენტარი