შემოქმედებითი ინდუსტრიები

ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი – 2018“

12 აპრილი, 19:00 სთ-ზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება
ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტის „ეთნოფესტი –
2018“-ის გამოცხადება მონაწილეობის მსურველთათვის.

ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი – 2018“ არის
დარგში ჩართული მწარმოებლების, ბიზნესის წარმომადგენლების, პროფესიონალების და
დაინტერესებული საზოგადოების მეორე საერთაშორისო თავყრილობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.
სამიტი წარმოადგენს საქართველოში ტრადიციული რეწვის განვითარების სტიმულირების ერთ-ერთ
მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომლის მიზანია სექტორის პოტენციალის ზრდის ხელშეწყობა და
ტრადიციული რეწვის როლის წამოწევა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
სამიტი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება თბილისში, 2018 წლის 28,
29, 30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“; სამიტის მხარდამჭერები და
თანაორგანიზატორები არიან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თბილისის მერია,
საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო
ფონდი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს მეწარმეობის
განვითარების სააგენტო, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო,

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ამერიკის საელჩო საქართველოში და სხვა
ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები.

სამიტის ფარგლებში ჩატარდება ტრადიციული რეწვის და დიზაინის საერთაშორისო ექსპო, საჯარო
ლექციები და პრეზენტაციები, საერთაშორისო ექსპერტების ტრენინგები და კონსულტაციები
პროდუქციის განვითარების, საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნების შესახებ, საკომუნიკაციო
შეხვედრები, კონკურსი „საუკეთესო სტენდი.“

2018 წლის 12 აპრილს საკრებულოში გამართულ პრეზენტაციაზე სამიტის ორგანიზატორები
პარტნიორებს, მხარდამჭერებს, სპონსორებსა და პოტენციურ მონაწილეებს წარუდგენენ სამიტის
პროგრამას, გააცნობენ მონაწილეობის პირობებს, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და
მიაწვდიან ინფორმაციას სამიტის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგებისა და კონკურსების შესახებ.
პრეზენტაციის პროგრამა

19:00 – 19:20 – მისალმება

მოდერატორი: თამარ ტალიაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და
კულტურის კომისიის თავმჯდომარე
 გიორგი ტყემალაძე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
 გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი
 სოფიო ხუნწარია, ქ. თბილისის მერის მოადგილე
 საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო
 გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე
 ზვიად ქვლივიძე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე
 დამიან ვამპლერი, კულტურის ატაშე, აშშ-ს საელჩო თბილისში
19:20 -19:40 – ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის II საერთაშორისო სამიტის ფარგლებში
დაგეგმილი ღონისძიებების და მათში მონაწილეობის მიღების პირობების გაცნობა.
მაკა დვალიშვილი, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის და პროექტის დირექტორი
19:40-20:00- კითხვა/პასუხი
20:00-20:30 – საკომუნიკაციო ფურშეტი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი,
ნიკო ნიკოლაძის ქ. 7, 0108, თბილისი
ტელ: (+99532) 293 13 35; 551 56 59 34
gacc@gaccgeorgia.org info@gaccgeorgia.org
www.gaccgeorgia.org

კომენტარები

კომენტარი