ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

გაეროში “ვეფხისტყაოსნის” პრეზენტაცია გაიმართება

ამა წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის ძალაში შესვლიდან 100 წელი გავა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, წელს გაეროს (“გაერთიანებული ერების ორგანიზაცია”) სათაო ოფისში, ნიუ იორკში გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის წიგნის, “ვეფხისტყაოსანი”, პრეზენტაცია. ამავე ოფისში აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავიც.

 

ჯანელიძის თქმით, წელს იუნესკოც უმასპინძლებს საქართველოს, სადაც ცნობილი ქართველი პიანისტი, ელისო ბოლქვაძე და ქართული ფოლკ ჯგუფი ბასიანი კონცერტს გამართავენ.

ჩვენი მასპინძელი წელს იქნება სტრასბურგიც. ღონისძიება მიეძღვნება ქართველ მეცნიერს, მიხეილ მუსხელს (1903-1964), რომელიც სტრასბურგის უნივერსიტეტის ლექტორი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო 1992 წელს გაეროს 179-ე წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ “ვეფხისტყაოსნის” პირველი ინგლისური თარგმანი ეკუთვნის მარჯორი ვორდროფს, რომელიც ინგლისელი მკვლევარი და ქართული ლიტერატურის მთარგმნელი გახლდათ. 1912 წელს ლონდონში, მარჯორის ძმამ, ოლივერ ვორდროფმა გამოსცა “ვეფხისტყაოსანი”.

კომენტარები

კომენტარი