არტ მენეჯმენტი კულტურა

ნიკოლოზ ანთიძე პირველი “ვირტუალური მუზეუმის” შესახებ საუბრობს

თბილისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო „ვირტუალური მუზეუმის“ გახსნას გეგმავს.

“არტნიუსი” ესაუბრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს, ნიკოლოზ ანთიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი ტიპის მუზეუმი მსოფლიოში პირველია.

“კულტურული მემკვიდრეობა არ ნიშნავს მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის მოვლა პატრონობასა და სიძველეებისადმი კეთილ დამოკიდებულებას. მას სჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანა, რადგან, ხშირად ადამიანებს სურვილის მიუხედავად, ფიზიკურად არ აქვთ შესაძლებლობა მოინახულონ კონკრეტული ძეგლები, ზოგს ჯანმრთელობის, ზოგს მოუცლელობის და სხვა მიზეზების გამო. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ თბილისში შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანი მივა და ვირტუალურად იმოგზაურებს იმ პერიმეტრზე რომელიც მას აინტერესებს. პირველ ეტაპზე შეიქმნება ათი ძეგლის ვირტუალური გამოსახულებები, რომლის დათვალიერებასაც მომხმარებლები თბილისიდან გაუსვლელად შეძლებენ.

მუზეუმი აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომპიუტერული, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით, რომლებითაც 7D გამოსახულების მიღწევა იქნება შესაძლებელი. პირველ ეტაპზე მომხმარებელს მხოლოდ ვიზუალურად შეეძლება მოინახულოს ძეგლები, მოგვიანებით კი ვიმედოვნებთ, რომ შეგრძნებითი ეფექტებიც დაემატება მუზეუმს და აღქმა უფრო რეალური გახდება. ჩვენი ჯგუფი უკვე მუშაობს ამ თემაზე.

ასევე, გადაწყვეტის პროცესშია ისიც, თუ ერთდროულად რამდენი მნახველის დატევას შეძლებს მუზეუმი, ეს მართვის საკითხია და ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული.” – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

თბილისში პირველი „ვირტუალური მუზეუმი“ იხსნება

კომენტარები

კომენტარი