ვიზუალური ხელოვნება

„მოსალოდნელი დინამიზმი“ ანუ მნიშვნელოვანი ცვლილებები გვიანდელ რენესანსში

მოსალოდნელი დინამიზმი, ეს არის გრაფიკული გამოხატვის ხერხი, რომელიც მნახველს უჩენს შეგრძნებას, რომ ნახატის პერსონაჟები მოძრაობენ, ისინი მოქმედების პიკში იმყოფებიან, ბეწვის ხიდზე გადიან.

Image result for madonna alba

რაფაელი და მისი „ მადონა ალბა “.

1510 წელს შექმნილი რაფაელის ეს ნამუშევარი ეკუთვნის ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეას. რაფაელი მუდამ გამოირჩეოდა თავისი უმშვენიერესი მადონებით  და ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი სწორედ ეს გახლავთ . სურათზე გამოსახულია ქალწული მარიამი, ხოლო მის კალთაზე ზის ჩვილი ქრისტე. რომ დავაკვირდეთ მარიამის მკლავის გაშლილობას, თითქოს ის არის ტახტი იესოსთვის. ეს კომპოზიცია ძალიან ჰგავს ლეონარდოს „ კლდეთა მადონას“.

მეორე ბავშვის ფიგურას აქაც წარმოადგენს იოანე ნათლისმცემელი და შეიძლება ვთქვათ, რომ ერთადერთი რაც იკარგება რაფაელის ნამუშევარში არის ანგელოზის გამოსახულება. ეს წარმოადგენს ერთგვარ გარდასვლას უმაღლეს რენესანსში, იმ გაგებით რომ გამქრალია ანგელოზის ფიგურა. ღვთაებრივობის ღია გამოსახულებები ჩანაცლებულია ბუნების პეიზაჟებით. სავარაუდოა რომ რაფაელი განიცდიდა ლეონარდოს გავლენას, რაც, ასევე, გამოიხატება კომპოზიციის მსგავსი აგებულებითაც. მის მადონას ხელი აქვს შემოხვეული იოანესთვის, ისევე როგორც „კლდეთა მადონას“ .

კარგად რომ დავაკვირდეთ რაფაელის ნამუშევარს, დავინახავთ ძალიან  მკრთალ შარავანდედებს. თითქოს ისინი წარმოადგენენ შარავანდედის კვალს და ბოლომდე აპირებენ  გაქრობას. ვფიქრობ, ეს ლეონარდოს შემოქმედებაში უკვე მოხდა. რაფაელი მაინც ებღაუჭება მათ, რაც, ჩემი აზრით, წარმოადგენს დაუძლეველი ჰუმანურობის ნიმუშს. თითქოს ამითი ავტორმა ხაზი გაუსვა მათ არაადამიანურ ბუნებას და მათ ღვთაებრიობას.

რაფაელი ნახატზე ჰუმანურობას გადმოსცემს მათი იდეალური სილამაზის და მშვენიერების გამოსახვით. ხატვის ტექნიკა იმდენად შესანიშნავია, რომ შთაბეჭდილება იქმნება ფიგურების მოძრაობისა. ისინი თითქოს ცეკვავენ, ნახატი დაუჯერებლად დასრულებულია. მარიამი ისე უყურებს იოანეს, თითქოს ჭვრეტს მის მომავალს. ცალი ხელი შემოხვეული აქვს, ხოლო მეორეში ბიბლია უჭირავს . მოსალოდნელი დინამიზმი იგრძნობა მაშინაც, თუ დავაკვირდებით ქრისტეს შემობრუნებული ტანს. ის უმზერს ჯვარს ისე , თითქოს თანხმობას აცხადებს მის ბედსა და მომავალზე.

მარიამს მარჯვენა ფეხი უდევს მარცხენის უკან. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ქმნის შეგრძნებას, რომ ის მოძრაობს. მთლიანი სურათის აღქმისას სტატიკურობა სრულებითაც არ იგრძნობა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ მცირე უძრაობას, რაც ძირითადად , ნახატის უკანა ფონზე გამოისახება. ფონად გამოსახული პეიზაჟი დიდ როლს თამაშობს ნახატის ემოციური ფონის განსაზღვრისას და სერიოზულობის განცდას ანიჭებს მნახველს.

საკმარისია დავაკვირდეთ დელიკატურად და ფრთხილად გადმოცემულ ყვავილებს, სხვადასხვა მცენარეს, ძალიან დიდია მსგავსება „კლდეთა მადონასთან“.  რთულია იმისი ზუსტად ცოდნა, უყურებს თუ არა რაფაელი ჩრდილოეთის რენესანსის მხატვრობას, ან გადმოიღო თუ არა მისი გავლენა არაპირდაპირ.

საგულისხმოა, რომ ჩვენ ვილაპარაკეთ კლასიკურობის გავლენაზე, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს არის ზეთით შესრულებული ნახატი პანელზე დატანილი. აქ არ შეინიშნება არცერთი სახეობა სფუმატოსი, გაკვამულობისა, იდუმალებისა, რაც ჰქონდა ლეონარდოს. შეინიშნება მხოლოდ სისუფთავე და სიტკბოება იდუმალების ნაცვლად. თუ  შევხედავთ ამ კომპოზიციას, დავინახავთ, როგორი ძლიერი ხელის ტექნიკითაა შესრულებული და გამოხატულია მისი მშვენიერება. ამ ნახატის ერთ-ერთ რთულ და ძლიერ მხარეს რაწმოადგენს მისი მრგვალი ჩარჩო. ძალიან რთულია მოახერხო, იდეალურად მორგება ნახატის ფიგურების წრიულ ფორმას. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ფიგურები არ გრძნობენ შეზღუდვას, პირიქით, თითქოს მათ აქვთ სივრცე, რომ იმოძრაონ და ეს არის შესანიშნავი ნიმუში მჭიდრო კავშირისა მათ შორის. ისინი ცხადად არ უყურებენ ერთმანეთს, ერთადერთი, ქრისტეს მზერა იოანეზე შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირად. იოანე იხედება მაღლა, სამოთხისკენ, ხოლო მარიამი თითქოს ორივე ჩვილის მიღმა იხედება და ვერ აღიქვამს მათ საერთოდ. მიუხედავად ამისა, „ალბას მადონა“ არის შესანიშნავი ნიმუში კავშირისა და ურთიერთქმედებისა, რაც ჩემი აზრით, ხდის მას უმაღლესი რენესანსის წევრს. ადრეულ რენესანსში ჯერ კიდევ შეინიშნება სტატიკური განცალკევებები ფიგურებს შორის, მათი იზოლაცია. მაგრამ ეს ყველაფერი გაქრა ლეონარდოს „საიდუმლო სერობაში“, სადაც თითოეული ფიგურა გადაბმულია მეორეზე და ასევე მიქელანჯელოს ჭერზეც იმავე ხდება. პირამიდის ფორმით კომპოზიციის გაერთიანების იდეას აქაც ვხვდებით. შეინიშნება ატმოსფერული პერსპექტიულობაც, რაც სილამაზეს ანიჭებს ნახატს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფონად გამოსახული პეიზაჟი, შეიძლება იყოს ტოსკანა. ეს მოსაზრება შეიძლება სარწმუნო იყოს იმდენად, რამდენადაც რაფაელი ამ დროს რომშია  და განიცდის კლასიკური პერიოდის გავლენას, რისთვისაც დამახასიათებელი იყო მთავარი ქალაქების გარეუბნების გამოსახვა ნახატებზე.

კიდევ ერთხელ რომ დავაკვირდეთ რაფაელის ნამუშევას, შთაბეჭდილება იქმნება მადონას მორჩილებისა. ის ზის მიწაზე  და უწოდებს ქრისტეს მის სხეულს, როგორც ტახტს და თითქოს ამითი გამოიხატება მისი თავმდაბლობა და მოკრძალება. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია მნახველმა ვერ შენიშნოს მარიამის ღვთაებრივობა. ღვთაებრივობა, მნიშვნელობა და თითქოს ნაწინასწარმეტყველებია მისი წვლილი იმაში, რაც შემდეგში მოხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მარიამი რაფაელმა შემოსა უკანასკნელი კლასიკური სტილით. ნაჭერი, რომელიც მას მოსავს ეკრობა ფეხზე და ჰგავს კლასიკურ ქანდაკებას. ალბათ ქანდაკებას, რომელიც თვალითაც არ უნახავს რაფაელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებობს წყაროები ამ პერიოდისა, რომელიც მოწმობს რომ რენესანსის დროინდელი ადამიანები დაინტერესებულნი იყვნენ ძველბერძნული რელიეფური ქანდაკებებით და აწარმოებდნენ არქეოლოგიურ გათხრებს.

კომენტარები

კომენტარი