ვიზუალური ხელოვნება

რატომ არ აქვს მნიშველობა ხელოვნებაში სქესს?

“თუ თქვენ დაინახავთ რომელიმე ხელოვანის დიდ რეტროპექტივას, რომელსაც ჯერ არ მიუღია ის, ვის მისცემდით?”

2008 წელს ხელოვნების მეტროპოლიტენის მუზეუმის სინიორ კონსერვატორმა ამ კითხვაზე დაუფიქრებლად უპასუხა, “მარისოლ ესკობარს”.

მარისოლი 1960-იან წლებში მოღვაწეობდა და თან საკმაოდ წარმატებულად. იგი პოპ ხელოვნების დარგის დასაწყისში, ხეზე მუშაობდა, მაგრამ შემდეგ უბრალოდ გაქრა.

მარისოლ ესკობარი არც თუ ისე ცნობილი პერსონაა, მაგრამ თუ ოდნავ მაინც ცდით მასზე რაიმეს მოძიებას, ინფორმაცია უცებ გამოჩნდება. მის ნამუშევრებს, ძირითადად, ბოსტონის ადგილობრივ, შედარებით პატარა მუზეუმებში შეხვდებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში მდებარე ისეთი ცნობილი მუზეუმები, როგორებიცაა: თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ამერიკული ხელოვნების ვიტნის მუზეუმი და MET, ფლობდნენ მარისოლ ესკობარის ნამუშევრებს, მათ არ ჰქონდათ გამოფენილი ისინი. (ეს სიტუაცია ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიცვალა.)

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმ დროისთვის, როდესაც მსგავსი პრესტიჟული მუზეუმები არ კადრულობდნენ მარისოლის ნამუშევრების გამოფენას, იგი ცოცხალი იყო და ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მარისოლის რეტროსპექტივა მხოლოდ მემფისში, ბრუქსის ხელოვნების მუზეუმში მოხდა 2014 წელს. შოუზე დამსწრეები კმაყოფილები დარჩნენ და აღნიშნეს, რომ ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული.

უამრავი მიზეზი არსებობს, რომლის გამოც მარისოლი თავის სიცოცხლეში არ დაფასდა. ძალიან ბევრი ხელოვანი იტანჯება ამით. უამრავი მათგანი სიკვდილის წამიდან ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, მაგრამ სიცოცხლეში ისინი არავის ახსოვს.

რა თქმა უნდა, ამას განიცდიდნენ როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც, მაგრამ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებში ეს პრობლემა გაცილებით უფრო აქტუალური იყო და, სამწუხაროდ, დღემდე ასე რჩება.

თუ გავიხსენებთ, თუ რამდენად პოპულარული იყო მარისოლი 1960-იან წლებში, მივხვდებით, რომ ძალიან დიდი სირცხვილია მისი დაუფასებლობა თავისივე სიცოცხლეში.

ხელოვანი თავისი კარიერის პიკში ყოფნის დროს გაცილებით პოპულარული იყო, ვიდრე ბევრი დღევანდელი გამოჩენილი არტისტი.

საბოლოოდ კი, მაინც გენდერული თანასწორობა.

თუ ცხოვრებას რეალურად შევხედავთ, მივხვდებით, რომ დღესდღეობით უამრავი ქალი იჩაგრება გენდერული დისბალანსის გამო, მაგრამ ეს არაფერია წარსულთან შედარებით.

1960-იანი წლების შემდეგ, როდესაც მარისოლი ხელოვნების დარგიდან გაქრა, ხელოვანი ყველამ დაივიწყა, რადგანაც იმ დროს გენდერული ბალანსი გაცილებით უთანასწორო იყო, ვიდრე ეს დღეს არის.

ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე და აღარ დავუშვათ ისინი. ხელოვნებაში არ აქვს მნიშნველობა სქესს, სექსუალურ ორიენტაციას, კანის ფერსა, თუ სხვა განმასხვავებელ ნიშნებს.

კომენტარები

კომენტარი