კინო

საუკეთესო ფილმები, რომლებიც წარმოსახვას შთააგონებენ

ფილმის ყურება ადამიანს სხვადასხვა მიზეზის გამო ანიჭებს სიამოვნებას. თქვენ შეიძლება რომელიმე ფილმს განსატვირთად, გასამხიარულებლად ან, თუნდაც, დასამწუხრებლად უყურებდეთ, მაგრამ არსებობს ფილმების ისეთი კატეგორია, რომელიც უფრო განსხვავებული მიზეზების გამო გვანიჭებს სიამოვნებას.

“არტნიუსი” გთავაზობთ 19 საუკეთესო ფილმს, რომლებიც წარმოსახვის შთაგონებაში დაგეხმარებათ.

1. მეცნიერება სიზმრებზე (Science of Sleep)

The Science of Sleep (2006)

ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს კვლევა, განსხვავება მის გარშემო არსებულ რეალობასა და მის სიზმრებს შორის.

2. ზღვარს იქით (The Fall)

the-fall

1920 წელს, ლოს ანჯელესის გარეუბნის საავადმყოფოში, დაშავებული კასკადიორი პატარა ხელმოტეხილ გოგონას საოცარ ისტორიას უყვება ხუთ მითიურ გმირზე. მისი სულიერი მდგომარეობისა და გოგონას ფაქიზი წარმოსახვის გამო, ზღვარი გამოგონილსა და სინამდვილეს შორის ზღაპრის განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება.

3. აბეზარი (The Bothersome Man)
The Bothersome Man

ორმოცი წლის ანდრეასი საიდუმლო ვითარებებში უცნაურ ქალაქში მოხვდება – აბსოლუტური იდილია, კეთილმოწყობილი ქუჩები, მოწესრიგებული მოქალაქეები. მას სამუშაოზე დიდი კომპანიის ოფისში მიიღებენ კეთილგანწყობილი თანამშრომლებისა და უდაო სამუშაოს პირობების ვითარებაში. ანდრეასმა ცოლიც კი შეირთო და ცდილობს საოჯახო ყოფაცხოვრების მოწესრიგებას. მაგრამ ანდრეასი ვერ არის მშვიდად. ირგვლივ მყოფ ადამიანებს არანაირი ემოციები არ აქვთ, არსებობენ როგორც რობოტები, თითქოს რაღაც წესებს მიჰყვებიან. სეირნობის დროს ანდრეასი რკინის ბოცვებზე ჩამოცმულ მის თანამშრომლის გვამს ნახავს, რომელიც ოფისიდან გადმოვარდა.

4. იყო ჯონ მალკოვიჩი (Being John Malkovich)

კრეგი და მაქსინი უცნაურ კარებს აღმოაჩენენ, რომლის გავლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობილი მსახიობის, ჯონ მალკოვიჩის სხეულში მოხვედრა. ისინი ცდილობენ ეს აღმოჩენა შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველა კმაყოფილია საწყალი ჯონ მალკოვიჩის გარდა.

5. ჰარვი (Harvey)
Harvey-classic-movies

ელვუდ დაუდი ზედმეტად კეთილშობილი პიროვნება, ის იმდენად კეთილია, რომ ხშირად ოჯახს და გარშემომყოფებს აწუხებს კიდეც. ერთხელ გზად შინისაკენ, ის ხვდება უზარმაზარ კურდღელს, სახელად ჰარვი, რომელსაც მხოლოდ თვითონ ხედავს. ჰარვი და ელვუდი დამეგობრდებიან და ყველგან ერთად დადიან. ახლობლები თვლიან, რომ ელვუდმა საბოლოოდ გააფრინა.

6. სკის სული (The Spirit of the Beehive)

The Spirit of the Beehive

პატარა გოგონა ანამ უყურა ფილმს “ფრანკენშტეინი” და დაიჯერა სულების არსებობა. ამაში მისმა უფროსმა დამაც შეუწყო ხელი. იმ იმედით, რომ მიტოვებულ სახლში სული ერთ დღესაც მივა, ანა ხშირად სტუმრობს მიტოვებულ სახლს.

7. დაკარგული გზა (Lost Highway)

Lost Highway (1997)

რეჟისორი დევიდ ლინჩი წარმოგვიდგენს ფსიქოლოგიურ ტრილერს, რომლისთვისაც განსაზღვრების პოვნა რთულია. მაყურებლის თვალწინ ერთმანეთშია ახლართული კოშმარი, ძალადობა, სექსი, რეალობა, ქვეცნობიერი და სიგიჟე, მაყურებელმა ფილმის მისეული ინტერპრეტაცია თავად უნდა შექმნას.

8. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი (Spirited Away)

ოსკარის მფლობელი იაპონური ანიმაცია, 10 წლის გოგონას ამბავს მოგვითხრობს. ჩიჰირო ცდილობს, დაეხმაროს მშობლებს, რომლებიც ბოროტმა ჯადოქარმა ღორებად გადააქცია.

9. ოზის ჯადოქარი (The Wizard of Oz)
the-wizard-of-oz

მოხერხებულად მოეწყვეთ და მოემზადეთ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის. ცისარტყელას რომ გადაცდებით, თქვენ აღმოჩნდებით ყვითელი აგურიდან აგებულ გზაზე. გზა მოჯადოებულ ტყეში შეგიყვანთ, ბოროტი ალქაჯების და კეთილი ფერიების სამეფოში და ზურმუხტის ქალაქში შორეული ოზის ქვეყანაში. სამყაროში, სადაც ნებისმიერი ოცნება რეალობა ხდება.

10. სიცოცხლის ხე (The Tree of Life)

1950–იანი წლების ტეხასი, ოჯახი რომლის ისტორიაც გადმოცემულია უფროსი ვაჟის ჯეკის თვალსაწიერიდან. სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი – ყველაფერი ამის გააზრება და საკუთარ თავთან შეგუება უწევთ ფილმის გმირებს.

11. შარშან მარიენბადში (Last Year at Marienbad)
Last Year at Marienbad (1961)

ფილმის მოქმედება ფრანგულ სასტუმროში ხდება. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს დაარწმუნოს გოგონა, რომ წინა წელს ისინი უკვე შეხვედრიან ერთმანეთს ფრედერიკსბურგის ბაღში

12. უსასრულობა და ერთი დღე (Eternity and a Day)
Eternity and a Day (1998)

ცნობილი მწერალი იგებს, რომ იგი ავადაა და მხოლოდ ერთი დღე აქვს დარჩენილი. იგი ხვდება პატარა ალბანელ ბიჭს, რომელსაც მთელ დღეს უძღვნის

13. 2046
2046 1

ის იყო მწერალი. მას ეგონა, რომ მომავალზე წერდა, მაგრამ სინამდვილეში ეს წარსული იყო. მის რომანში იდუმალი მატარებელი მიემგზავრება 2046 წელში ისევ და ისევ. ყველას, ვინც ამ მატარებელშია ერთი ბედი ელის: დაბრუნდეს თავის დავიწყებულ მოგონებებში. ამბობენ, რომ 2046-ში არასოდეს, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ეს დანამდვილებით არავინ იცის. ვინც იქ წავიდა – უკან აღარ დაბრუნებულა, გარდა ერთისა. ის იქ იყო. მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო. მას უნდოდა შეეცვალა.

14. ანდალუზიელი ძაღლი (Un chien andalou)
Un chien andalou (1929)

ფილმი ცნობილი სცენით იწყება. ლუის ბუნუელი ბასრ სამართებელს ლესავს, აივანზე გადის , სავსე მთვარეს უცქერის და სავარძელში მჯდარ გოგონას თვალთან ბასრ ჭრილობას აყენებს. ამ დროს თხელი რკალი მთვარის დისკს ეფარება. შემდეგ კადრში მოგლეჯილი ხელი ჩანს, რომელსაც ჭიანჭველები ესევიან; კაცი, რომელსაც ორი როიალი მიაქვს, რომელზეც მკვდარი, ნახევრადგახრწნილი ვირები ყრია და თან ორი მღვდელი და ადამიანი მიჰყვება, რომელიც მეორე კაცს ესვრის.

15. 8½ – რვა ნახევარი (8½ – Eight And a Half)
Harem scene from 8 ½

კრიზისი, ძებნა, წარმოსახვა, ინტელექტუალური კლიმატი, შეუწვიტავი სუბიექტური და ობიექტური დინება და, რა თქმა უნდა, უამრავი ქალი, მთავარი გმირის ირგვლივ, მისი ილუზიური გარემო, რომელშიც ის ყველას გამონაკლისის გარეშე უყვარს.

16. სიზმრები (Dreams)
dreams-banner

ფილმი რვა ნოველისგან შედგება, რომლებიც რეჟისორის სიზმრების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

17. ფავნის ლაბირინთი (Pan’s Labyrinth)

გილერმო დელ ტოროს გენიალური ფილმი. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია და, მართლაც, შეაბიჯებს ამ სამყაროში. გოგონა აღმოაჩენს, რომ სხვა სამყაროში პრინცესაა. ის დესპოტი გენერლის გერია. გენერლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება.

18. ბეჭდების მბრძანებელი I : ბეჭდის საძმო (THE LORD OF THE RINGS: THE FELLOWSHIP OF THE RING (EXTENDED))

Related image

მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ჰობიტი ფროდო ბეგინსი ბიძია ბილბოსგან მემკვიდრეობით საიდუმლოებით მოცულ ბეჭედს მიიღებს, იძულებული ხდება სახლი მიატოვოს, რათა დაიცვას იგი ბოროტი მბრძანებლის ხელში ჩავარდნისაგან. ამასობაში შეიქმნება საძმო, რომელმაც უნდა დაიცვას ბეჭედის მატარებელი წევრი და დარწმუნდეს, რომ ბეჭედი ნამდვილად არის დანიშნულების ადგილას მიტანილი. მთა დომი ერთადერთი ადგილია სადაც მისი განადგურებაა შესაძლებელი.

19. სოლარისი (Solaris)

Solaris

ამ პლანეტის საიდუმლოება აღელვებს ხალხს უკვე მრავალი ათწლეულია. სოლარისის ოკეანე წარმოადგენს გიგანტურ ტვინს, მაგრამ ყველა ცდა, უცნობ ცივილიზაციასთან დაკავშირებისა, კრახით მთავრდება. კოსმოსურ სადგურზე უჩვეულო მოვლენები ხდება, ხალხი აღმოაჩენს, რომ მათმა ფიქრებმა, მოგონებებმა შეიძინეს მატერიალიზირების უნარი.

კომენტარები

კომენტარი