საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნინო ნახუცრიშვილი: “ამას სიბოროტე აღარ ჰქვია, ეს კრიმინალია”

“საქართველოს ეროვნული მუსიკის ცენტრის” წარმომადგენელი და “საქართველოს სიმფონიური ორკესტრის” ერთ-ერთი წევრი, ნინო ნახუცრიშვილი, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც იგი ასაჯაროებს ვანდალიზმის ფაქტს. კერძოდ, საქართველოს ფოსტამ ჰამბურგის ელბფილარმონიიდან საქართველოს სიმფონიური ორკესტრისთვის ფოსტით გამოგზავნილი ინსტრუმენტების ქირავნობის ორიგინალი საბუთი შემთხვევით სხვა მისამართზე მიიტანა, სადაც საბუთების წასაღებად მისულ ორკესტრის წარმომადგენლებს ოფიციალური დოკუმენტის მხოლოდ ნაგლეჯებიღა დახვდათ.

“მაპატიეთ ასეთი პოსტისთვის, განსაკუთრებით ბოდიშს ვუხდი ჩვენს კოლეგა მუსიკოსებს, რომელთაც იმ ორგანიზაციაში უწევთ მუშაობა, სადაც ასეთ საქციელს გამართლება აქვს!!!
გერმანიიდან დაბრუნებულს დამახვედრეს ინფორმაცია, რომ ჰამბურგის ელბფილარმონიიდან ფოსტით გამოგზავნილი ინსტრუმენტების ქირავნობის ორიგინალი საბუთი საქართველოს ფოსტამ შემთხვევით სხვა მისამართზე მიიტანა – ასევე აღმაშენებლის გამზირზე, თბილისის ჯ. კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში… გასაკვირი არაა, რომ უსახლკარობიდან გამომდინარე ბევრისთვის გაუგებარია, ამჟამად, სად მოღვაწეობს ჩვენი ეროვნული სიმფონიური ორკესტრი…
წერილი ჩაიბარეს, შემდეგ კი დაგვირეკეს – მოაკითხეთო და აი ასეთ მდგომარეობაში გადმოგვცეს ოფიციალური დოკუმენტი!!!
ამას სიბოროტე აღარ ჰქვია – ეს კრიმინალია!!!” – წერს ნინო ნახუცრიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი