შემოქმედებითი ინდუსტრიები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 4GB-ის აბონემენტებს ათამაშებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, 4GB-ის აბონემენტებს ათამაშებს.

No automatic alt text available.

“არტნიუსი” დაუკავშირდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიასამსახურს და დაუსვა შეკითხვა თუ რა პრინციპით თამაშდება აბონემენტები:

“სულ თამაშდება 2 ბილეთი, ლოტოტრონის პრინციპით. ადგილზე დაწერთ თქვენს ელექტრონულ მისამართს, რომელიც მოთავსდება სპეციალურ კალათაში. გათამაშება გაიმართება 14 აპრილს, 15:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას გამოფენების ცენტრში, CTF-ის საერთაშორისო გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან. მისამართი წერეთლის გამზ. 118”

შეგახსენებთ, რომ 4GB ფესტივალი 2011 წლიდან “Check in Georgia-ს” ფარგლებში ტარდება და თავს უყრის ქართველ და უცხოელ ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს ერთ სივრცეში. ფესტივალი გამოირჩევა თავისი უნიკალური კონცეფციით და განსხვავებული გარემოთი. ფესტივალის მთელი შემოსავალი ისევ 4GB-ს მომავალ განვითარებას ხმარდება.ფესტივალი პიონერ ქართველ დიჯეის – გიო ბაქანაძის ხსოვნას ეძღვნება. სწორედ ამიტომ დაერქვა ფესტივალს 4GB.

კომენტარები

კომენტარი