არქიტექტურა, არქეოლოგია

მაღლივის ბიბლიოთეკის შენობა უცხოური ვებგვერდის დაკვირვების ობიექტად იქცა

არ იქნება გასაკვირი, თუ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც ერთი ისეთი სტუდენტი არ მოიძებნა, რომელსაც მაღლივის ბიბლიოთეკაზე უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს მისმა ინტერიერმა, ექსტერიერმა, გაჩერებულმა საათებმა, დამკვირვებლებმა. მეორე მსრივ კი იმ სტრესულმა გარემომ, რომელიც მაღლივში სუფევს.

საგულისხმო ისაა, რომ მიუხედავად ამდენი უარყოფითი მახასიათებლისა, უცხოური ვებგვერდი socialistmodernism.com-ი ბიბლიოთეკის არქიტექტურული მნიშველობით დაინტერესდა და მათი ინსტაგრამის გვერდზე მაღლივის ფოტო განათავსეს, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ შენობა აშენდა საბჭოთა დროს, კერძოდ, 1966-1968 წლებში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფართომასშტაბიანი საქალაქმშენებლო კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 1971 წელს.

აღწერაში მითითებულია, რომ კომპლექსის პროექტის ავტორები იყვნენ:  შ. კაჭკაჭიშვილი, ე. კოპალაძე, ბ. მამინაიშვილი, ნ. მგალობლიშვილი, ლ. მეძმარიშვილი, ნ. მიქაძე, ს. რევიშვილი, ო. საბაშვილი, დ. ჩოფიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ Socialistmodernism-ი არის პლატფორმა, რომელზეც გროვდება 1955-91 წლების სოციალისტური მემკვიდრეობის ნიმუშები, იმდროინდელო ინფორმაცია და ა.შ.

 

კომენტარები

კომენტარი