ვიზუალური ხელოვნება

ბლანტი სითხე, რომელმაც ხელოვნება შეცვალა

რა განაპირობებს ნახატის სრულყოფილებას? რა ანიჭებს მას არაამქვეყნიურ ელფერს? რა გვაიძულებს საათობით მივაშტერდეთ ადამიანის მიერ შექმნილ შედევრს, რომელიც გვიზიდავს თავისკენ და გვაიძულებს საათობით დავუკვირდეთ მის ყოველ დეტალს? ნახატის ტექნიკური სირთულე თუ ფერების გავლენა? ეს უკანასკნელი წარმოადგენდა უმთავრეს კითხვას მხატვრებისა და ხელოვნების კრიტიკოსებისთვის მე – 16 საუკუნეში.

სურათზე წარმოდგენილია ჯოვანო ბელინის ნამუშევარი „Madonna and child with St. john the Baptist and a Saint“. ბელინი უპირატესობას ფერებს მიანიჭებდა. წითელი, ლურჯი და მწვანე პირდაპირ ბრწყინავენ კომპოზიციაზე, ისინი შესანიშნავად, მეტიც, იდეალურადაა შერწყმული. ბელინი თავის ნამუშევარში იყენებს ხატვის ახალ ტექნიკას, რომელიც ჩრდილოეთში ჩამოყალიბდა. ზეთის საღებავებით ხატვა ე.წ  „მოჭიქვა“ (glazing) თარიღდება მე-12 საუკუნით და საფუძველი ჩაეყარა ჩრდილოეთ ევროპაში. ეს ტექნიკა პირველად გამოიყენეს ისეთმა მხატვრებმა, როგორებიც არიან იან ვან რეიკი და როგირ ვან დერ ვეიდენი მე-15 საუკუნეში. ეს წარმოადგენდა გარკვეუწილად  გარდამტეხ აღმოჩენას,  რადგან „მოჭიქვა“ გახდა მთავარი საშუალება მე-16 საუკუნის ევროპულ მხატვრობაში. ზეთით ხატვამ განავითარა ხელოვნების ახალი, რეალისტური აღქმა. ფერების ნაზავი დეტალებს ხდის გამჭვირვალეს, ნებას რთავს მხატვარს, რომ დაიტანოს ფერები თხელ ფენებად, რასაც მოაქვს სიმდიდრე მხატვრობაში .

ეს ტექნიკა იყო უპრეცედენტო იტალიურ მხატვრობაში. მანამდე ძირითადი ორი სტილი გამოირჩეოდა ხატვის: ტემპერა და ფრესკა

პირველი სურათი წარმოადგენს ტემპერას მაგალითს. ეს საღებავი მზადდებოდა წყალში გახსნილი კვერცხის გულისგან, რომელსაც უმატებდნენ მცენარეულ თუ ცხოველურ ზეთს. ის შრება ძალიან მალე და ამიტომ ხელოვანს უწევს ჩანაფიქრშივე ჰქონდეს ნამუშევრის იდეალური მონახაზი, რადგან შეუძლებელია მისი ხელახალი დამუშავება. ამ ტექნიკით შესრულებული ნახატის მიღმა დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია და როცა მხატვარს სურდა გადმოეცა მოძრაობის ფორმა, გარდასვლა სინათლიდან სიბნელეში , იყენებდა ხაზებს.

ასევე, ფრესკის შემთხვევაში, რაც აღბეჭდილია მეორე სურათზე. ასევე, მალე შრება საღებავი და შემოქმედს სჭირდება „ფინალური ხატვა“, წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი თითოეული მოძრაობა ფუნჯისა. ეს გარკვეულ დისკომფორტს უქმის მხატვარს ნამუშევრის შექმისას.

რაც შეეხება ზეთით მხატვრობას, აქ საქმე სხვაგვარადაა. „მოჭიქვა“ საშუალებას იძლევა ზედაპირის დამუშავებისას. ასევე, შეგვიძლია ძალიან რბილი და ნაზი მოდულირებების მოხდება როგორც ჩრდილებზე, ასევე, სინათლეზე. კიდევ ერთხელ რომ დავაკვირდეთ ბელინის ნახატს, დავინახავთ, ჩვილი იესოს მარცხენა ფეხის განსაკუთრებულად შესრულების მანერას . სინათლის სიკაშკაშე გადმოდის მუხლზე, რაც ეხმარება ავტორს თავი მოუყაროს ჩრდილებს ზემოთ, თეძოზე. ეს ყველაფერი გამოიწვია ზეთის საღებავების კონსისტენციამ. ის დიდხანს რჩება სველი ამიტომ შესაძლებელია ფერების შერევა.

სწორედ ამ პერიოდიდან იყოფა ფლორენციული და ვენეციური მხატვრობა. ვენეციურმა ხელოვნებამ დათმო ფრესკის სტილი და ამჯობინა „მოჭიქვა“, ხოლო ფლორენციელები „მხატვრობის“ ერთგულნი დარჩნენ (თავში დასმული კითხვა „ნახატის ტექნიკური სირთულე თუ ფერები“).

1500 იან წლებში ადრეული „მოჭიქულობის“ ტექნიკა, რასაც ვხდავთ ბელინის შემოქმედებაში, იცვლება,  როდესაც ვუყურებთ ვერონესეს, ტინტორენტოს. მათ აღმოაჩინეს ახალი გზები ზეთით ხატვის ტექნიკაში, წარმართეს განსხვავებული პროცესები.

ეს პროცესები , საშუალებას აძლევს მხატვარს , რომ შეცვალოს საგნები. ააფრინოს, გაათავისუფლოს მონობისგან…

ზეთის ტექნიკის აღმოჩენა იმდროისთვის წარმოადგენდა,  რაღაც საოცარს ხელოვნებაში. 21-ე საუკუნეში წარმოდგენა არ მაქვს რასთან შეიძლება გაიგივდეს. ზემოთხსენებული ახალი სიტყვა, გახლდათ მსგავსი კომპიუტერული გრაფიკისა, რომელმაც შეცვალა თანამედროვე მსოფლიო ,  გაგვიხსნა ადამიანებს ახალი ხედვა და დაგვანახა სამყარო სხვა თვალით. ზეთის საღებავები ის უიშვიათესი აღმონაჩენთაგანია, რომელმაც გაუძლო დროთა დინებას და დღესაც ფართოდ გამოიყენება. არვიცი თანამედროვე მხატვრები რამდენად ჰქმნიან რენესანსელდროინდელის მსგავს შედევრებს ,  მაგრამ ფაქტია , 15 საუკუნეში ამ ტექნიკამ დიდი გარდატეხა მოახდინა ხელოვნებაში  და კარი გაუღო „ღრმა“, „მიღმური”მხატვრობის ნიმუშების შექმნას.

 

კომენტარები

კომენტარი