კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ლეილა აბაშიძეს დიდუბის პანთეონში არ დაკრძალავენ

როგორც იცით, 8 აპრილს ლეგენდარული მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ფაქტს საზოგადოებაში იმის გარჩევა მოჰყვა, დაკრძალავდნენ თუ არა მსახიობს დიდუბის პანთეონში.

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი არ გამორიცხავდა, რომ შესაძლოა, აბაშიძე დიდუბის პანთეონში დაეკრძალად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ უკვე მიიღო.

ქართული კინოს ვარსკვლავს ხუთშაბათს, 12 აპრილს, ანდერძის თანახმად, საბურთალოს პანთეონში, დედის გვერდით დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ ლეილა აბაშიძე ხანგრძლივი ავამდყოფობის შედეგად 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იგი  პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, რომელშიც კატოს როლს ასრულებდა და პარტნიორობას უწევდა ნატო ვაჩნაძეს.

მსახიობს საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957).

კომენტარები

კომენტარი