საშემსრულებლო ხელოვნება

მერაბ ნინიძე პოპულარულ ამერიკულ სერიალ “Homeland-ში” ითამაშებს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე სუპერპოპულარულ ამერიკულ სერიალში “Homeland-ში” გამოჩნდება.

გადაღებები, ამჟამად, მიმდინარეობს.

სერიალის მე-7 სეზონის მეთერთმეტე სერიაში ნინიძე რუსი დაზვერვის სამსახურის თანამშრომლის, მიროვის როლს შეასრულებს, რომელიც აშშ-ს ქალი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილი საიდუმლო ოპერაციის ხელმძღვანელია. სეზონის ჯერჯერობით ბოლო, მეცხრე სერია ახლახან გამოვიდა, სადაც მიროვის ხმა ისმის და ადვილად შეგიძლიათ ნინიძის ხმის ამოცნობა.

მერაბ ნინიძის პერსონაჟი ამ სეზონის მეთერთმეტე ეპიზოდში გამოჩნდება, შემდეგ სეზონში კი მისი გმირი ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად მოიაზრება. მერვე სეზონის გადაღებები მოსკოვში იგეგმება.

 

კომენტარები

კომენტარი