არტ მენეჯმენტი კულტურა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული პროგრამა გაასაჯაროვა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი კულტურული პროგრამა გაასაჯაროვა. პროგრამა რამდენიმე სფეროს მიხედვითაა დაყოფილი, რომლებსაც კონკრეტული ორგანიზაციები ჩაიბარებენ:

მუსიკალური პროგრამა – საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი

თეატრალური პროგრამა – სსიპ კოტე მარჯანიშვიის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

კინოპროგრამა – საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

საგამოფენო პროგრამა – სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი; სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე; სსიპ შემოქმედებითი საქართველო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს თანამედროვე კულტურის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობაა მუსიკალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გერმანიის ცნობილი საკონცერტო სივრცეები და ფესტივალები უმასპინძლებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ ქართველ მუსიკოს-შემსრულებლებს.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის ბაზრობაა, რომელსაც ყოველწლიურად ათიათასობით უცხოელი დამთვალიერებელი და მონაწილე ჰყავს და დაახლოებით ათი ათასამდე საერთაშორისო ჟურნალისტის და კრიტიკოსის ყურადღების ცენტრში ექცევა.

ქართული პროგრამა წელს თებერვლიდან ოქტომბრამდე გასტანს და მის ფარგლებში ასობით კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

გთავაზობთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილ პროგრამას

კომენტარები

კომენტარი