კულტურა

რატომ არის ალბუკერკი საუკეთესო ქალაქი აქტიური ხალხისთვის?

ალბუკერკი ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ჯანსაღი ქალაქია, რაზეც ყოველწლიური მამაკაცების ფიტნეს შეჯიბრი მეტყველებს. ქალაქში წელიწადის განმავლობაში უამრავი ტურნირი ტარდება, სადაც ფიზიკური აქტივობაა საჭირო. ეს ყველა ტურნირი კი ადგილობრივების ჯანმრთელობას საკმაოდ უწყობს ხელს.

თუ თქვენ ეძებთ სამოგზაოურო ქალაქს და ხართ აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული, მაშინ ალბუკერკი სწორედ თქვენთვისა. გაინტერესებთ რატომ?: “არტნიუსი” გთავაზობთ მიზეზებს, თუ რატომ არის ალბუკერკი საუკეთესო ქალაქი აქტიური ხალხისთვის.

პარკები და რეკრეაციული ზონები

Why Albuquerque Is The Perfect City For Active People

Why Albuquerque Is The Perfect City For Active People

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საშუალება ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად არის სხვადასხვა პარკის მონახულება. იქ შეგიძლიათ დაკავდეთ უამრავი ფიზიკური აქტივობით, იაროთ ბევრი და ნახოთ უამრავი ლამაზი და საინტერესო რამ. ალბუკერკთან კი 300-ზე მეტი მსგავსი ადგილია.

კლიმატი

Why Albuquerque Is The Perfect City For Active People

Why Albuquerque Is The Perfect City For Active People

ალბათ, ყველას გვეზარება ცივ და მოსაწყენ ამინდში სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის კეთება. ეს კი ალბუკერკში არ მოხდება, რადგანაც ქალაქში, თავისი ადგილმდებარეობის გამო, უმეტესად თბილი და მზიანი ამინდია.

საფეხმავლო ბილიკები

Why Albuquerque Is The Perfect City For Active People

ნიუ მექსიკოს შტატი სავსეა საფეხმავლო ბილიკებით. ამ მხრივ, არც ალბუკერკი არ არის გამონაკლისი. ქალაქს აქვს ინიციატივა სახელად “ღია სივრცე”, რომლის თანახმადაც, ქალაქს აქვს უფლება შეიძინოს სხვადასხვა მიწა, სადაც შესაძლებელია მსგავსი აქტივობების ჩატარება. დღესდღეობით კი ქალაქთან უამრავი მსგავსი “თავისუფალი სივრცეა”, სადაც თქვენ შეგიძლიათ იაროთ გასაოცარ ბუნებაში.

კომენტარები

კომენტარი