არტ მენეჯმენტი საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

ბენდი “Arctic Monkeys” დიდ მუსიკალურ ტურნეს იწყებს

Arctic Monkeys-მა უკვე დააანონსა თავისი მუსიკალური ტურნე, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში გამართავს, რომელიც 2018 წლის სექტემბერში დაიწყება.

ჯგუფი ეწვევა მანჩესტერს, ლონდონს, ბირმინგემს, შეფილდს, დუბლინსა და ნიუქასლს.

განრიგი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  • 6/7 სექტემბერი – მანჩესტერ არენა
  • 9/10 სექტემბერი – ლონდონი, O2 არენა
  • 15 სექტემბერი – ბირმინგემ არენა
  • 18/19 სექტემბერი – შეფილდი, FlyDSA არენა
  • 24 სექტემბერი – დუბლინი, 3 არენა
  • 27 სექტემბერი – ნიუქასლი, მეტრო რადიო არენა

შოუ ჯგუფის მეექვსე ალბოომის “Tranquility Base Hotel and Casino” პოპულარიზაციას ემსახურება, რაც წინა კვირას გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ექვსივე ქალაქში ყველა ბილეთი წინასწარი შეკვეთით უკვე გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ Arctic Monkeys — ინგლისური ინდი როკ-ჯგუფია, შეფილდიდან. ჩამოყალიბდა 2002 წელს ვოკალისტ ალექს ტერნერის, გიტარისტ ჯეიმი კუკისა და ბას გიტარისტ ენდი ნიკოლსონის მიერ. ამჟამად ჯგუფში შედიან ტერნერი (წამყვანი ვოკალი/რიტმული გიტარა), კუკი (წამყვანი ვოკალი, რიტმული გიტარა), ო’მეილი (ბას–გიტარა/ბეკ-ვოკალი), ჰელდერზი (დასარტყმელი საკრავები/ბეკ-ვოკალი).ბასისტმა ენდი ნიკოლსონმა ჯგუფი დატოვა მალევე, მას შემდეგ, რაც მათ 2006 წელს გამოუშვეს სადებიუტო ალბომი.

კომენტარები

კომენტარი