ვიდეოები კულტურა

ისტორიული ჰაკერული თავდასხმა: ჰაკერებმა YOUTUBE-დან Despacito წაშალეს

მსოფლიოში ყველაზე ნახვად მუსიკის ვიდეოკლიპზე “Despacito” და რამდენიმე ცნობილ ვიდეოზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

ჰაკერებმა იუთუბის ექაუნთებით Prosox და Kuroi’sh იერიში მუსიკის “Despacito” კლიპზე, ასევე შაკირას, სელენა გომესის, ტეილორ სვიფტისა და დრეიკის ვიდეოზე მიიტანეს. მათ შეცვალეს სათაური და ნაცვლად ნამდვილი სახელისა, ვიდეოებს დააწერეს “თავისუფლება პალესტინას”. ავტორიზებული ექაუნთების მიერ ვიდეოები მალევე წაიშალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ინფორმაცია ვირუსულად გავრცელდა, ასევე, ჯერ კიდევ არ წაშლილა რამდენიმე ვიდეო.

ყველაზე ცნობილი მუსიკისვიდეო კლიპი არა მხოლოდ ყველაზე მეტად იყო ნანახი, არამედ იგი ყველაზე მეტად იყო განმეორებით დაკრულიც.

BBC-ის თქმით, ტვიტერზე უცნობი ექაუნთის მიერ დაწერილი პოსტი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ჰაკერს ეკუთვნის, ხოლო პოსტში ეწერა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გასართობადაა, ბოლოში კი დამატებითი ინფორმაციისთვის ავტორი ამბობდა, რომ მას უყვარს იუთუბი.

კომენტარები

კომენტარი