კულტურა

Independent-ი საქართველოზე, კერძოდ, სვანეთზე ალაპარაკდა

ვებგვერდმა Independent.co.uk-მა გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც ჟურნალისტის, ნიკ რედმეინის სამდღიანი მოგზაურობა სვანეთში დეტალურად არის აღწერილი.

გასაკვირია, რომ სხვა ტურისტებისგან განსხვავებით, ნიკი მხოლოდ მესტიით არ დაკმაყოფილებულა. მას სოფელ უშგულში სურდა ასვლა.

სტატია საუბრიდან პატარა ნაწყვეთით იწყება: “- ხედავ?! მათი ყურები და კუდები დაჭრილია. ეს მგლებთან ჩხუბში ეხმარებათ.” – ამბობს 32 წლის გიდი ალექს ჩიქოვანი.

შემდეგ აბზაცში აღწერილია მოკლე მოგზაურობის გეგმა და ხაზი აქვს გასმული მთების სიმაღლესა და სვანურ კოშკებს. ასევე, საუბარია, რომ მესტია სვანეთის დედაქალაქად მიიჩნევა და უშგული ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია.

ავტორი ამბობს, რომ ამ კუთხეს ქართველები ნაკლებად სტუმრობენ. ექვსთვიანმა მკაცრმა ზამთარმა, საბჭოთა რეჟიმმა და სვანების მტკიცე ხასიათმა კი ეს მხარე საქართველოს ყველაზე იზოლირებულ და პერიფერიულ ნაწილად აქცია.

გიდმა ჟურნალისტს უამბო, რომ მამამისი დღემდე არ სტუმრობს სვანეთს, რადგან ადრე სვანურმა დაჯგუფებამ ის ავტობუსი გაძარცვა, რომლითაც იგი მგზავრობდა, მაგრამ ნიკის თქმით, საქართველოში მოკლე პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა და განვითარდა, ამიტომაც მსგავსი ფაქტები აღარ ხდება.

ნიკი, ორ გიდთან ერთად, უმეტესად საფეხმავლო ბილიკებით გადაადგილდებოდნენ, რომელთა მეშვეობით ისინი სოფლიდან სოფელში გადადიოდნენ, რადგანაც უმეტეს ადგილებში მაღალი გამავლობის მანქანებიც ვერ მიდიოდნენ.

სტატიაში მოგზაურობა საკმაოდ მხატვრულად და დეტალურად არის აღწერილი, ხოლო ბოლოში წარმოდგენილია სიუჟეტი თუ როგორ მივიდა ჟურნალისტი მესტიამდე.

ნიკი ავიაკომპანია Wizz Air-ის საშუალებით ლუტონიდან ქუთაისში ჩაფრინდა, რაც, დაახლოებით, 66 ევრო დაუჯდა, ხოლო ქუთაისიდან 4 საათზე მეტი სავალის გზა მანქანით გაიარა.

კომენტარები

კომენტარი