საშემსრულებლო ხელოვნება

ევროვიზია 2018-ის Facebook-ის გამოკითხვაში საქართველო პირველ ადგილზეა

მუსიკალურ პროექტ “ევროვიზიას 2018-ის” Facebook-გამოკითხვაში საქართველომ ყველაზე მეტი ხმა მოაგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობა კონკურსის მონაწილე ქვეყნების გულშემატკივრებს შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ შედეგი გადამწყვეტ გავლენას ვერ მოახდენს კონკურსის შედეგზე, თუმცა ამ გამოკითხვის მეშვეობით, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მხარი დაეჭირათ საკუთარი რჩეულებისთვის და ისინი „ფეისბუქ“ გამოკითხვის ლიდერებად ექციათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში 10 მაისს წარადგენს, სიმღერით „შენი გულისთვის“.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი