არტ მენეჯმენტი ლიტერატურა

საქართველო – “ლონდონის წიგნის ბაზრობა 2018”

დღეს, 10 აპრილს, 09:00 საათზე გაიხსნა ლონდონის წიგნის ბაზრობა. გამოფენა 12 აპრილამდე გაგრძელდება. ბაზრობის ფარგლებში საქართველო წარმოდგენილი იქნება ახალი კეროვნული სტენდით, რომლის დიზაინიც “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018 საპატიო სტუმარი – საქართველო” კონცეფციის მიხედვით შეიქმნა და, რომლის მთავარი თემაც ქართული ანბანია.

საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე სედ იქნება წარმოდგენილი და ტრადიციულად, ბრიტანული წიგნის ბაზარზე წართველი ავტორებისა და გამომცემლობების პოპულარიზაციას ემსახურება.
ბაზრობაზე წარმოდგენილია 170 ქართული წიგნი, “წიგნის გამომცემელი და გამავრცელებელი ასოციაციის”, ცალკეული გამომცემლობების, “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა” და “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” მიერ მომზადებული კატალოგები.

შეგახსენებთ, რომ წელს საქართველოს, როგორც “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018”-ის საპატიო სტუმრის, პროგრამა მთელი წლის განმავლობაში მრავალ განსხვავებულ სანახაობას და გამოფენას მოიცავს. წლის განმავლობაში 400 ზე მეტი სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება იგეგმება. წელს, ასევე, 7 გერმანულენოვან ქალაქში იგეგმება 22 ქართული ნამუშევრის გერმანულენოვანი თარგმანების პრეზენტაცია.

ლონდონის წიგნის ბაზრობა პირველად 1971 წელს გაიმართა და დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება ბუკინისტურ სამყაროში.

კომენტარები

კომენტარი