საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

19 მაისს Black Sea Arena-ზე ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება

19 მაისს Black Sea Arena-ზე იტალიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის ენიო მორიკონეს კონცერტი გაიმართება. კონცერტის გასამართად შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

ენიო მორიკონე ისეთ ფილმების კომპოზიტორია, როგორიცაა “ერთხელ ამრიკაში”, “კარგი, ცუდი, ბოროტი”, “დეკამერონი” და ა.შ.

კონცერტის გასამართად ორი ხელშეკრულება დაიდო, რომელთა ჯამური ღირებულება 600 000 ათასი ევრო, დაახლოებით 1 800 000 ლარია.

საღამო Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. მოლაპარაკებები მორიკონეს საპროდიუსერო ჯგუფთან და მენეჯერთან დასკვნით ეტაპზეა.

„რამდენიმე დღეში გვეცოდინება ყველა დეტალი, რაც სპეციალურ პრესკონფერენციაზე გაჟღერდება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებია. ფაქტია, რომ ამ მასშტაბის მუსიკოსის ჩამოსვლა, რომელიც მსოფლიოს ტურნეებით ხშირად არ ანებივრებს, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – განაცხადა Black Sea Arena-ს დირექტორმა ანი კავლელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი