საშემსრულებლო ხელოვნება

დაკრძალავენ თუ არა ლეილა აბაშიძეს დიდუბის პანთეონში?

ცნობილ ქართველ მსახიობს, ლეილა აბაშიძეს ხუთშაბათს, 12 აპრილს დაკრძალავენ. პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში, ფალიაშვილის ქუჩის 33 ნომერში 10 და 11 აპრილს გაიმართება. სამოქალაქო პანაშვიდი კი 12 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, აბაშიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისია ხვალ მიიღებს.

ლეილა აბაშიძე ხანგრძლივი ავამდყოფობის შედეგად 88 წლის ასაკში, გუშინ გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი