ვიზუალური ხელოვნება კულტურა

რა ხდებოდა 1989 წლის 9 აპრილს გორში? (ფოტოები)

გორის სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელმა რეზო ოქრუაშვილმა უნიკალური ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელსაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ფოტოებზე აღბეჭდილია 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების თაობაზე გორში ჩატარებული აქციები, საპროტესტო მსვლელობა და შიმშილობა გორის თეატრის ეზოში

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგანმა ჯარმა და სამხედროებმა მშვიდობიანი აქცია თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე დაარბიეს. გამოიყენეს მხუთავი აირი. დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო დასახიჩრებული და მოწამლული რამდენიმე ასეული ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს.

მომიტინგეები (სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები და ა.შ.) საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფას მოითხოვდნენ.

ამ მოვლენიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი