არქიტექტურა, არქეოლოგია

ევროპის პირველი წყალქვეშა რესტორანი ნორვეგიაში გაიხსნება

ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია, რომ შესაძლებელია წყლის ქვეშ დელიკატური კერძების დაგემოვნება, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე რეალობაა.

2019 წლის დასაწყისში პირველი წყალქვეშა რესტორნის გახსნა სამხრეთ ნორვეგიაში, კერძოდ კი, ლინდესნენშია დაგეგმილი.

დაგეგმილ რესტორანს, დაახლოებით, 11 მეტრის სიგანის შუშის კედელი ექნება, საიდანაც თვალის მომჭრელი წყალქვეშა ხედები გადაიშლება, ხოლო მენიუში აქცენტი, რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტებზე იქნება გადატანილი.

რესტორანი სახელად “ქვეშ” (Under) ნორვეგიელი არქიტექტორის, ფირმის “სნოეტა” მიერაა დაპროექტებული.

ფირმის მიერ არის, ასევე, დაპროექტებული ნორვებიული ოპერისა და ბალეტის შენობა ეგვიპტეში.

რესტორანი წყალში 5 მეტრის სიღრმეზე იქნება ჩაწეული, რომელსაც სპეციალური სქელი კედლები დაიცავს ზღვის სხვადასხვა დინებებისგან.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ფირმის პირველი წყალქვეშა პროექტია.

არქიტექტორმა დეტალურად აღწერა, თუ როგორი იქნება მომავლის რესტორანი და განაცხადა, რომ დიდი დრო დასჭირდა ისეთი პროექტის დასახაზათ, რომელიც ბუნებას ლამაზად შეერწყმებოდა.

“არტნიუსი” გთავაზობთ სურათებს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორი იქნება ყველაზე კრეატიული რესტორანი:

underwater restaurant 2

A view of the dining room area.

The restaurant will be completed in 2019.

The structure will double as a marine biology lab.

 

კომენტარები

კომენტარი